9 ივნისიდან, საფრანგეთსა და უცხო ქვეყნებს შორის მგზავრთა ნაკადების მოძრაობა ნებადართული იქნება განსაზღვრული პირობებით, მესამე ქვეყნებში არსებული ეპიდსიტუაციიდან და მგზავრთა ვაქცინაციიდან გამომდინარე.
საქართველო შედის ნარინჯისფერი ქვეყნების სიაში, რომლებისთვისაც საფრანგეთის საზღვრები გახსნილი იქნება შემდეგი პირობებით.
საქართველოდან საფრანგეთში გასამგზავრებლად:
ვაქცინირებული მოგზაურებისთვის: სავალდებულოა PCR ტესტი (72სთ) ან ანტიგენის ტესტი (48სთ)
არავაქცინირებული მოგზაურებისთვის: სავალდებულოა გადაუდებელი მოტივი მოგზაურობისთის, PCR ტესტი (72სთ) ან ანტიგენის ტესტი (48სთ), ჩასვლისას შესაძლო ტესტირება ან 7 დღით თვითიზოლაცია.
საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოსასვლელად:
ვაქცინირებული მოგზაურებისთვის: სრული ვაქცინაციის დადასტურება საჰაერო გზით შემოსვლისას; სრული ვაქცინაციის დადასტურება და უარყოფითი PCR ტესტი (72სთ) სახმელეთო და საზღვაო საზღვრის კვეთისას.
არავაქცინირებული მოგზაურებისთვის: უარყოფითი PCR ტესტი (72სთ) და კვლავ PCR ტესტი საკუთარი ხარჯებით საქართველოში შემოსვლიდან მე-3 დღეს. დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოში შემოსვლის რეგულაციებთან დაკავშირებით, გაეცანით შემდეგ გვერდს: https://bit.ly/3x6fYMZ
საფრანგეთის მიერ ნებადართულია ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აღიარებული ვაქცინები: https://bit.ly/2THkWBl
საფრანგეთის ან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებსა და მუდმივ რეზიდენტებს ყოველთვის შეუძლიათ საფრანგეთში დაბრუნება.
https://avianews.ge/saqarthvelos-moqalaqeebisathvis-saphrangethis-sazghvrebis-gakhnis-pirobebi/