საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA). უწყების ინფორმაციით, დღეისთვის აღდგენილია მიმართულებების 53%-ი.

ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც COVID-19-მდე დაფრინავდნენ საქართველოში 58%-ით დაუბრუნდნენ ჩვენი ქვეყნის საავიაციო სივრცეს. ასევე აღდგენილია პანდემიამდე არსებული სიხშირეების 57%-ი.

“სასიხარულოა ის ფაქტი, რომ დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩვენს საავიაციო ბაზარზე შემოვიდა Eurowings და Oman Air – ავიაკომპანიები, რომლებიც კორონავირუსამდე არ დაფრინავდნენ საქართველოში.

აღნიშნული შედეგები, ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ავიაციის და ტურიზმის ინდუსტრიის პოტენციალს, მათ შორის COVID-19-ის ფარგლებშიც”, – განმარტავენ GCAA-ში.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze