ევროპისგან სანქცირებული ბელარუსული ავიაკომპანია Belavia იმ ბაზრებზე ძლიერდება, სადაც ამ დრომდე “წითელი ბარათი” არ უჩვენებიათ და ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში ახერხებს. ამ ფონზე კი ავიაკომპანია Belavia საქართველოს მიმართულებით სიხშირეების ზრდას აანონებს. ავიაკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 15 ივნისიდან Belavia მინსკი-ბათუმი-მინსკის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობას კვირაში 7-დან 14-მდე გაზრდის. შესაბამისად Belavia ბათუმის მიმართულებით დღეში ორ რეისს შეასრულებს. 
ასევე, 15 ივნისიდან Belavia სიხშირეების რაოდენობას გაზრდის თბილისის მიმართულებითაც. მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე Belavia კვირაში 11 სიხშირით იფრენს. დღეისათვის ავიაკომპანია მინსკსა და თბილისს შორის 7 სიხშირით ოპერირებს, ხოლო 15 ივნისიდან 4 სიხშირეს დაამატებს და დღეში 2-2 რეისს ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს და კვირას განახორციელებს.

Facebook კომენტარები