უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა 2021 ფინანსურ წელს თითო გადაყვანილ მგზავრზე თითქმის 50 ევრო დაკარგა, აღნიშნულია ავიაკომპანიის ანგარიშში.

ანგარიში კი თავის მხრივ 2020 წლის 1-ლი აპრილიდან 2021 წლის 31 მარტამდე პერიოდს მოიცავს, ანუ იმ პერიოდს, როცა ინდუსტრია პანდემიის გამო ფაქტობრივად შეზღუდვების წინაშე იყო. 

საანგარიშო პერიოდში ტრაფიკის მოცულობა 74.6%-ით შემცირდა და  კომპანიის მგზავრთნაკადი 10.2 მლნ მგზავრით განისაზღვრა. კომპანიის მთლიანმა წმინდა ზარალმა 482,4 მლნ ევრო შეადგინა, მაშინ როდესაც 1 წლით ადრე დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ 344,8 მლნ ევროს მოგება მიიღო. 

2021 ფინანსურ წელს Wizz Air-ის შემოსავლები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 73.2%-ით შემცირდა და 739 მლნ ევრო შეადგინა. 2020 ფინანსურ წელს ავიაკომპანიის დატვირთულობის კოეფიციენტი 93,6%-ის დონეზე იყო.

ავიაკომპანიამ ზარალი ნაწილობრივ აანაზღაურა ბილეთების გაყიდვებიდან და დამატებითი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლით. 2021 წლის ფისკალურ წელს Wizz Air-ის მგზავრის საშუალოდ ხარჯი 72,6 ევროს შეადგენდა, რაც 5,2%-ით მეტია წინა წელის ხარჯებთან შედარებით.

თუ კი საშუალო ტარიფი 5.7 ევროთი 32 ევრომდე შემცირდა, დამატებითი მომსახურების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი, პირიქით, 9.2 ევროთი გაიზარდა. შედეგად, თითოეულმა მგზავრმა დამატებით მომსახურებაზე დახარჯა საშუალოდ 40,5 ევრო.

კრიზისის მიუხედავად, Wizz Air-ი საქმიანობის გაფართოებას აგრძელებს. ავიაკომპანიამ ფლოტი საჰაერო ხომალდების რაოდენობა 137 თვითმფრინავამდე გაზარდა.

Facebook კომენტარები