საქართველოს ავიაბაზარს ახალი მოთამაშე ემატება. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს მიმართულებით ოპერირებას ომანური ავიაკომპანია Oman Air-ი იწყებს.

როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, Oman Air-ი ​მასკატი-თბილისი-მასკატის მიმართულებაზე ოპერირებას 16 ივნისიდან შეუდგება და ფრენებს კვირაში ორი სიხშირით: ყოველ ხუთშაბათს და კვირას, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომანია Oman Air-მა ფუნქციონირება 1993 წელს დაიწყო. რეგიონალური ავიაკომპანიის სტატუსით დაწყებული ეროვნული გადამზიდავი დაარსებიდან რამდენიმე წელიწადში სწრაფად გაიზარდა და დღეს ის აღიარებულია, როგორც მთავარი გლობალური ავიაკომპანია, რომელიც ომანს მსოფლიოს ქალაქებთან აკავშირებს. Oman Air სერტიფიცირებულია, როგორც 5-ვარსკვლავიანი ავიაკომპანია, საბორტო პროდუქტისა და პერსონალის მომსახურების ხარისხით. კომპანიის საჰაერო ფლოტი თანამედროვე, მიმზიდველი ინტერიერის მქონე თვითმფრინავებისგან შედგება.

Facebook კომენტარები