Qantas Airways ერთი წლის განმავლობაში შეუზღუდავ ფრენებს სთავაზობს იმ ადამიანებს, ვინც Covid-19-ის ვაქცინას გაიკეთებს.
პროგრამის შესახებ დეტალებზე საუბრისას, კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალან ჯოისმა განაცხადა, რომ კომპანია მეგა პრიზის სახით ოჯახის 4 წევრს 12 თვის განმავლობაში უფასოდ ამოგზაურებს. ადრე გამოცხადებული სხვა ჯილდოები სრულად ვაქცინირებული მგზავრებისთვის ე.წ საჰაერო მილებს, ფრენის ვაუჩერებს და ლოიალობის პროგრამის კრედიტებს მოიცავს.
კომპანიებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ნორმალური ეკონომიკური საქმიანობის დაბრუნება, ყველაზე დიდ ჯილდოს გასცემენ ვაქცინაციისთვის. United Airlines Holdings ასევე სთავაზობს კომპანიის ერთგულ მომხმარებლებს უფასო ფრენების მოგების შანსს.
ინიციატივას უერთდებიან ადგილობრივი მთავრობებიც: ნიუ-იორკი ატარებს უფასო ლატარიას ვაქცინირებული ადამიანებისთვის, სადაც ჯილდო $5 მილიონია. აშშ-ს სხვა რამდენიმე შტატი ვაქცინირებულებს იგივე შანსს სთავაზობს. ჰონგ-კონგში ვაქცინირებულ მოსახლეობას $1.4 მილიონის ღირებულების ბინის მოგების შანსი აქვს.
ნიუ ჯერსიში ნებისმიერი, ვინც მიიღებს ვაქცინის პირველ დოზას და ვაქცინაციის ბარათს აიღებს ინიციატივაში მონაწილე ლუდსახარშისგან, უფასოდ მიიღებს ლუდს.
ვირუსის დამარცხების შემდეგ, ავსტრალია ახლა იბრძვის ვაქცინებთან დაკავშირებული გაურკვევლობის დასაძლევად. 26 მილიონიან ქვეყანაში მხოლოდ 4,2 მილიონმა ადამიანმა მიიღო ვაქცინის პირველი დოზა.
ჯოისმა ავსტრალიის სხვა კომპანიებს მოუწოდა, წახალისების მიზნით, ვაქცინირებულ მომხმარებლებს პრიზები მათაც შესთავაზონ.