უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Bees Airline-მ კიდევ ორი საჰაერო ხომალდის მიღების პროცესი დაიწყო. საუბარია 198 ადგილზე გათვლილ Boeing 737-800-ზე, განუცხადა avianews-ს ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ხაინადსკიმ. 

მისი განმარტებით, ორიდან ერთ თვითმფრინავს Bees Airline მომავალ კვირაში მიიღებს, ხოლო მეორეს ოდნავ მოგვიანებით. 

ევგენი ხაინადსკის თქვა, რომ ავიაფლოტის შევსებასთან დაკავშირებით ოდნავი დაგვიანებაა.

ორივე საჰაერო ხომალდი Bees Airline-ს ფერებში უკვე დაბრენდილია და მასზე დატანილია ავიაკომპანიის ლოგო. ორივე თვითმფრინავი, რომელიც 2009 წელსაა გამოშვებული და  ამ დროისათვის მონპელიეში დგას. გასულ წლებში ამ ხომალდების ექსპლუატანტი ადრე უკრაინული ავიაკომპანია flyUIA იყო, ისევე როგორც Bees Airline-ს სხვა ხომალდებიც, რომლითაც ავიაკომპანია დღეს ოპერირებს. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიმართულებით Bees Airline-მ პირველი ფრენა 2021 წლის 30 აპრილს განახორციელა. ავიაკომპანია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, 30 აპრილიდან 13 ივნისამდე, კიევი – თბილისი – კიევის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს, 13 ივნისიდან 5 ოქტომბრამდე ავიარეისების განხორციელება კვირაში 1 სიხშირით გაგრძელდება, ხოლო 5 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდში, რეგულარული რეისები კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.

ავიაკომპანია 9 ივნისიდან კი კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე იწყებს ოპერირებას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 29 აპრილს მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ Bees Airline-ს ავიაპარკი ამ დროისათვის 2 საჰაერო ხომალდს აერთიანებს. როგორც ცნობილია, უკრაინის სახელმწიფო საავიაციო სამსახურმა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში ორი Boeing 737-800 NG შეიტანა, რომლის ოპერირებასაც Bees Airline ახდენს. საჰაერო ხომალდების რეგისტრაციის ნომრებია: UR-UBA (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSC, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA) და UR-UBB (ადრინდელი სარეგისტრაციო ნომერი UR-PSD, ხოლო ექსპლუატანტი FlyUIA). ორივე საჰაერო ხომალდის გამოშვების თარიღია 2010 წელი.

Bees Airline-მ ორივე საჰაერო ხომალდი ლიზინგით კომპანია San Сlemente Leasing LLC-სგან მიიღო.

Bees Airline-ს გენერალური დირექტორის განმარტებით, 2021 წლის ბოლომდე Bees Airline-ს ავიაპარკი 4 ერთეულ Boeing 737-ს გააერთიანებს, 2022 წლის ბოლომდე კი ავიაკომპანია 6 საჰაერო ხომალდს გაუწევს ოპერირებას. Bees Airline რეგულარულ ფრენებს ლოუქოსტერ სეგმენტში შეასრულებს, თუმცა იმავდროულად ორიენტირებული იქნება ჩარტერული ფრენების შესრულებაზეც. Bees Airline-ს ბაზირების აეროპორტი კიევი-ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტი (კოდი: IEV) იქნება. 

გავრცელებული ინფორმაციით, Bees Airline-ს მფლობელი ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი სერგეი სმირნია.

Facebook კომენტარები