საბერძნეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Aegean Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარს რეგულარული რეისებით უბრუნდება.

როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ავიაკომპანია ათენი-თბილისი-ათენის საჰაერო ხაზზე რეგულარულ რეისებს 3 ივნისიდან შეუდგება და კვირაში 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას.

არსებული განრიგის მიხედვით Aegean Airlines-ი ​ ათენსა და თბილისს შორის​ ფრენებს ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს. 

Facebook კომენტარები