მთავარი aeronews სტამბოლში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ საზღვაო ტრანსპორტში ამიერიდან უფასო WiFi სერვისი ხელმისაწვდომია

სტამბოლში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ საზღვაო ტრანსპორტში ამიერიდან უფასო WiFi სერვისი ხელმისაწვდომია

სიახლე სტამბოლში ჩასულ ტურისტებს. ამიერიდან ბოსფორზე გასეირნება უფრო კომფორტული ხდება. სტამბოლის მერიის ინფორმაციით, გემები, რომლებიც მუნიციპალიტეტის კუთვნილებაა (Şehir Hatları A.Ş.) მგზავრებს კვირის ბოლოდან უფასო WiFi სერვისს შესთავაზებს. 

შესაბამისად გემები უფასო ინტერნეტის მიწოდების კიდევ ერთ-ერთი წერტილი ხდება სტამბოლში, რომლებიც ადგილობრივების გარდა უცხოელ ტურისტებსაც დააინტერესებს. სერვისის ფარგლებში მომხმარებელს უფასოდ ყოველდღიურად 1 გბ ინტერნეტის მოხმარება შეუძლია.

საგულისხმოა, რომ ეს ის გემებია, რომელიც ორ კონტინენტს ევროპასა და აზიას ერთმანეთთან აკავშირებს და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით აქტიურად სარგებლობს ყველა, როგორც ერთ-ერთ სწრაფ და იაფ გადაადგილების საშუალებად.

Facebook კომენტარები
×

თრეველ ამბების გვერდი

დაკოპირება ისჯება კანონით ! !