კომპანია “ავიაქსელი”, რომელიც საქართველოში უკრაინული ავიაკომპანიების SkyUp Airlines-ისა და YanAir Airlines-ის გენერალური აგენტია, მგზავრებს უკრაინის მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციაზე აფრთხილებს. 

“უკრაინამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, შესვლის დროს დააწესა დამატებითი რეგულაცია:

მგზავრი, რომელსაც არ ექნება უკან დასაბრუნებელი ბილეთი, ან უკრაინის ტერიტორიის დატოვების სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი, ვალდებულია შეიძინოს 90 დღიანი COVID-დაზღვევა, რომელიც გაიცემა უკრაინული სადაზღვეო კომპანიის მიერ

აღნიშნული პროდუქტი, ჩვენი პარტნიორი სადაზღვეო კომპანიის მიერ უკვე შემუშავებულია და ძალაში შედის დღეიდან”, განმარტავენ “ავიაქსელში”.

Facebook კომენტარები