ჩინეთმა პეკინსა და შანხაიში ჩასული საერთაშორისო რეისების მგზავრებისგან COVID-19-ზე ანალური ტესტების გამოყენება დაიწყო, წერს The Daily Mail.
ჯერჯერობით, აღნიშნული ტიპის ტესტირებას შერჩევით იყენებენ. მაგალითად, მას გადიან მგზავრები, რომლებიც ჩინეთში მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩადიან, ან თუკი თვითმფრინავში 5-ზე მეტი COVID-19-ით ინფიცირებული მგზავრი აღმოჩნდება.  
ტესტირებისთვის მგზავრებს სტერილური ბამბის ტამპონი ურიგდებათ, რომელიც რამდენიმე სანტიმეტრით სწორ ნაწლავში უნდა მოათავსონ.
ჩინეთის ხელისუფლების ტესტირების ახალმა პრაქტიკამ უკვე გამოიწვია პროტესტი აშშ-ს, იაპონიის, სამხრეთ კორეის და გერმანიის მხრიდან, რადგანაც ამ ტიპის ტესტირება ადამიანებს ფსიქოლოგიურ ტრავმას აყენებს.
რატომ?
ჩინელი ექიმების აზრით, ახალი ტიპის ტესტირება, თავიდან აიცილებს COVID-19-ზე ცრუ უარყოფით შედეგებს.
ეს იმიტომ ხდება, რომ ვირუსის ნაწილაკები ნაწლავში უფრო დიდხანს ძლებენ, ვიდრე ცხვირში ან ყელში, საიდანაც სტანდარტული PCR ტესტისთვის სინჯების აღება ხდება.

Facebook კომენტარები