ბრიტანეთი მოქალაქეებს სთხოვს აუცილებლობის შემთხვევაში მოგზაურობა 30 დღით გადადონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მოქალაქეებს მოგზაურობის გადადების შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას კრუიზზე მყოფი ბრიტანეთის მოქალაქეების დასაბრუნებლად.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრების ეს რეკომენდაცია ტვირთბრუნვას არ ეხება, რადგან ის ქვეყნისთვის აუცილებელია.

ინგლისში კორონავირუსის 1 100-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, შოტლანდიაში 171, უელსში 124, ჩრდილოეთ ირლანდიაში კი 52. ბრიტანეთში კორონავირუსით ჯამში 50-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:

ამავე თემაზე:

Facebook კომენტარები