დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II იძულებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის Airbus A330s Voyager-ით იფრინოს. ელისაბედ II-ს პრემიერის საჰაერო ხომალდის გამოყენების აუცილებლობა მას შემდეგ დაუდგა, რაც ცნობილი გახდა, რომ სამეფო ოჯახის ოთხივე BAe 146-ს ექსპლუატაციიდან ამოიღებენ.

როგორც Daily Mail-ი წერს, აღნიშნული საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციიდან ამოღების შემდეგ სამეფო ესკადრილიას მხოლოდ ერთი ვერტმფრენი – AW 109 – რჩება. 

ამ ფონზე კი მონარქი იძულებულია ის ბორტი გამოყენოს, რომლითაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სარგებლობს.

გასულ წელს Airbus A330s Voyager-ი ბორის ჯონსონმა ქვეყნის დროშის ფერებში გადააღებინა, რაც £900 ათასი დაჯდა.

Facebook კომენტარები