უზბეკური ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი საქართველოს ავიაბაზარს უბრუნდება. ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს 30 მარტიდან განაახლებს. Uzbekistan Airways-ის ინფორმაციით, ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს განხორციელდება.

საგულისხმოა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით.

მოქალაქეებმა მგზავრობის დაგეგმვის დროს უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.

შეგახსენებთ, რომ Uzbekistan Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2019 წლის ივლისში შემოვიდა და ზაფხულის სეზონზე რეისები კვირაში ორი სიხშირით ასრულებდა.

უზბეკეთის ეროვნული გადამზიდავი ავიაკომპანია Uzbekistan Airways 1992 წელს დაარსდა. პანდემიამდრ ავიაკომპანია ფრენებს 40 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებდა. Uzbekistan Airways-ის ავიაპარკი 31 სხვადასხვა საჰაერო ტიპის ხომალდისგან შედგება.

Facebook კომენტარები