საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გენერალური დირექტორი ​ალექსანდ დე ჟუნიაკი პოსტს 2021 წლის 31 მარტს დატოვებს, ხოლო მის ადგილს International Airlines Group-ის ყოფილი ხელმძღვანელი უიმ უოლში დაიკავებს.

​აღსანიშნავია, რომ ალექსანდ დე ჟუნიაკმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას გეგმავდა. რამაც ასოციაციას შესაძლებლობა მისცა მისი შემცვლელების ძებნა დაეწყო. 

ალექსანდ დე ჟუნიაკი IATA-ს 2016 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი ავიაკომპანია Air France-KLM-ის შეფი იყო, რაც შეეხება უილ უოლშ-ს ის IAG-ს 2020 წლის სექტემბრამდე ხელმძღვანელობდა.

Facebook კომენტარები