„დღეის მონაცემებით ზაფხულის პერიოდისთვის 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი და მოლოდინი გვაქვს”, აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

ნათია თურნავას განმარტებით, 2019 წელს, იმ წელს როდესაც ზაფხულის პიკის სეზონზე ტურისტების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, დაახლოებით კვირაში 800 ფრენა იყო.

მინისტრი ამბობს, რომ ძალიან სწრაფად იზრდება იმ ავიაკომპანიების რაოდენობა, რომელიც ან ზრდის ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს, ან საქართველოს ავიაბაზარზე შემოდის.

“ანუ ჩავთვალოთ, რომ ნახევარი, 50 პროცენტი ფრენები, რომლებიც ემსახურება როგორც ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ტურისტები ჩამოყვანას, აღდგება. ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ტურიზმი წელს აღდგება იმაზე გაცილებით სწრაფად, ვიდრე წლის დასაწყისში კონსერვატიული მოლოდინები იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების. ეს, რა თქმა უნდა, ეკონომიკაზე აისახება“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Facebook კომენტარები