ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბელარუსის ავიაბაზარზე დაბრუნებითაა დაინტერესებული. ავიაკომპანიის პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი ამ მიზნით ბელარუსში ქართულ დელეგაციასთან ერთად უკვე იმყოფებოდა.

ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის მინისტრთან გაიმართა ქართული დელეგაციის შეხვედრა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ საპარტნიორო ფონის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე, საქართველოს ელჩი ბელორუსში ვალერი კვარაცხელია და ავიაკომპანია Georgian Airways-ის პრეზიდენტი თამაზ გაიაშვილი.

შეხვედრაზე მხარეებმა ბელარუსში Georgian Airways-ის ბიზნესგეგმები განიხილეს. ავიაკომპანია საქართველოსა და ბელარუსს შორის 2007-2011 წლებში უკვე ოპერირებდა და აღნიშნულ ბაზარს კარგად იცნობს. 

Facebook კომენტარები
kompensacia frenebze
kompensacia frenebze