2021 წლის მარტში 2020 წლის მარტთან შედარებით საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარი 38%-ით გაიზარდა.

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ მიმდინარე წლის მარტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 1 705,351 ტონა შეადგინა, 2020 წლის მარტში კი 1 235,547 ტონა.

შესაბამისად ტვირთბრუნვა 38,02%-ითაა გაზრდილი.

2021 წლის მარტში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ 2019 წლის მარტში გატარებულ ტვირთნაკადთან შედარებით 16,86%-ითაა შემცირებული. 2019 წლის მარტში აეროპორტმა 2 051,226 ტონა ტვირთი გაატარა.

ცნობისათვის საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA)-ს რეკომენდაციაა, რომ COVID-19-ის პანდემიის ფონზე საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების ობიექტური სურათის ასახვისთვის, სასურველია თუ არსებული მაჩვენებლები 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებლებთან შედარდება. შესაბამისად, IATA-ს რეკომენდაციის გათვალისწინებით, მიმდინარე ეტაპისთვის საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების 17%-იანი კლებაა.

შეგახსენებთ, რომ საჰაერო გზით ტვირთების გადაზიდვის მაჩვენებლის შემცირება უმეტესწილად COVID-19-ის ფონზე დაწესებული რეგულაციებს უკავშირდება. 2020 წლის მარტიდან საქართველომ რეგულარული რეისები შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას საჰაერო გზით სატვირთო გადაზიდვები არ შეუჩერებია, ტვირთების გარკვეული ნაწილის ტრანსპორტირება რეგულარული რეისებით ხდება და შესაბამისად ფრენების შეჩერებამ ტვირთნაკადზეც ნეგატიურად იმოქმედა. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პანდემიის პირობებში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა. 

საქართველომ საერთაშორისო რეგულარულ გადაზიდვებზე შეზღუდვები მოხნა, თუმცა ავიაკომპანიების ნაწილი საქართველოს ავიაბაზარს ჯერ არ დაბრუნებია. 

საგულისხმოა ისიც, რომ დღეისათვის საქართველოს აეროპორტებიდან ტვირთებს მხოლოდ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ემსახურება.

Facebook კომენტარები
kompensacia frenebze
kompensacia frenebze