ბათუმის
ტურისტული შესაძლებლობები რეიტინგული ფრანგული ტელეკომპანია “France 5”-ის  ობიექტივში მოხვდა. პოპულარული სათავგადასავლო
გადაცემის „Echappées Belles“  გადამღებმა
ჯგუფმა ძველი ბათუმი, ბოტანიკური ბაღი და სოფელი თაგო გადაიღეს.

“France
5”-ის გადამღებმა ჯგუფმა აჭარის შემდეგ თბილისი, მცხეთა, ანანური, ვარძია და
ქუთაისი მოინახულეს. საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე მომზადებული 90 წუთიანი
გადაცემა “France 5”-ის ეთერით  ივნისში
გადაიცემა. „Echappées Belles“-ს მილიონზე
მეტი მაყურებელი ჰყავს. ჟურნალისტები რეგიონს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის
მოწვევით სტუმრობდნენ.

Facebook კომენტარები