15 მაისიდან თურქეთი 16 სახელმწიფოდან ჩასული ტურისტებისათვის PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებას აუქმებს. როგორც გამოცემა Hürriyet-ი იტყობინება, თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელმა ფატიჰ კარამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებულია 16 ქვეყანა, საიდანაც შემოსულ ტურისტებს შესაძლოა PCR-ტესტის წარდგენა არ დაევალდებულოთ. ამ შემთხვევაში საუბარია ამ 16 ქვეყნიდან საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო გზით შესულ ტურისტებზე.
16 ქვეყნის ჩამონათვალი კი ასეთია:
ჰონკონგი;
ჩინეთი;
ტაივანი;
ვიეტნამი;
სინგაპური;
ტაილანდი;
სამხრეთ კორეა;
იაპონია;
ისრაელი;
ავსტრალია;
ახალი ზელანდია;
დიდი ბრიტანეთი;
ლატვია;
ლუქსემბურგი;
უკრაინა;
ესტონეთი;