ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) იანვარ-აპრილის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შესრულებული რეისების მიხედვით აეროპორტი “სტამბოლი” (Istanbul Airport) ლიდერობს. გლობალური პანდემიის მიუხედავად, 4 თვის განმავლობაში აეროპორტმა 63 ათას 64 თვითმფრინავი მიიღო და გადაუსწრო ისეთ აეროპორტებს როგორებიცაა პარიზის, ამსტერდამის, ფრანკფურტის და მადრიდის აეროპორტები.
![](https://aeronews.ge/wp-content/uploads/2021/05/e18390e18394e183a0e1839de1839ee1839de183a0e183a2e18398-e183a1e183a2e18390e1839be18391e1839de1839ae18398-e18394e18395e183a0_60acbff17aa38.jpeg)
იმავდროულად, შიდა რეისების რაოდენობის მხრივ ლიდერი ქვეყანად თურქეთი დასახელდა. EUROCONTROL-ის მონაცემებით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში თურქეთში დღეში საშუალოდ 752 შიდა რეისი ხორციელდებოდა. თურქეთის შემდეგ რეიტინგში მოდის 708 შიდა ფრენით საფრანგეთი და 701 ფრენით ნორვეგია.