ეგვიპტურმა ავიაკომპანია Air Cairo-მ საქართველოს მიმართულებით ფრენები განაახლა. როგორც AviaNews-ს საქართველოში Air Cairo-ს ​ გენერალური აგენტი კომპანია “ავიაქსელის” (Avianet) ხელმძღვანელმა ამირან აბესაძემ განუცხადა, Air Cairo-მ შარმ-ელ-შეიხი-თბილისი-შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე ოპერირება 11 აპრილიდან აღადგინა. რეისები ამ დროისათვის კვირაში ერთი სიხშირით, თუმცა 1-ელი ივლისიდან კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას განხორციელდება. 

“ეგვიპტის ტურებზე საკმაოდ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება. ტურის ღირებულება 1300 ლარიდანაა ორმხრივი ავიაბილეთის ჩათვლით. ვყიდით, როგორც ერთ კვირიან ასევე 2 კვირიან ტურებსაც. გვქონდა შემთხვევა, როდესაც ჩვენმა მომხმარებელმა ეგვიპტის 1 თვიანი ტურისტული პაკეტი შეიძინა. და რაც მთავარია ეგვიპტეში შესასვლელად PRC ტესტის “ნეგატიური” პასუხია საჭირო”, აცხადებს ამირან აბესაძე. 

ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებდა და თბილისის მიმართულებით ფრენებს შარმ-ელ-შეიხიდან და ჰურგადადან ახორციელებდა.

Air Cairo წარმოადგენს EGYPT AIR-ის წილობრივ საკუთრებაში მყოფ შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალ ტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.

Facebook კომენტარები