ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტები (ტურისტები და ერთდღიანი ვიზიტორები) წლიურად, მნიშვნელოვნად, 140.4%-ით გაიზარდა და 82.5 ათასი ვიზიტორი შეადგინა.

“ეს ზრდა იხსნება ტურისტების რაოდენობის ზრდით (+182.2% წ/წ) გასული წლის დაბალი ბაზიდან. ჯამურად, 2021 წლის პირველ 4 თვეში ქვეყანაში 212.7 ათასი (-81.6% წ/წ) საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც ტურისტულმა ვიზიტებმა 192.4 ათასი   (-75.7% წ/წ) შეადგინა.

ამავე პერიოდში, ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 98.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (-77.5% წ/წ)”, აღნიშნულია Galt & Taggart -ის კვირის მიმოხილვაში.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze