ნიდერლანდების უდიდესმა აეროპორტმა – ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტმა – ყველა მგზავრის ხელბარგის შემოწმება კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანერების გამოყენებით დაიწყო. ახალი აპარატურა გამოიყენება როგორც გამფრენი ისე ჩამომფრენი მგზავრებისთვის.

კომპიუტერული ტომოგრაფია საშუალებას აძლევს საავიაციო უსაფრთხოების პერსონალს დაინახოს ხელბარგი სამგანზომილებიანი 3D გამოსახულებით, რომელთა შემობრუნებაც 360 გრადუსით არის შესაძლებელი. 

შედეგად მგზავრებს კონტროლისას არ სჭირდებათ ხელბარგიდან ლეპტოპების, ტაბლეტებისა და თუ სითხის ამოღება, როგორც ეს ხდება სხვა აეროპორტებში ხდება.

უფრო მეტიც, მგზავრებს შეუძლით ხელბარგით წაიღონ კონტეინერები, რომელთა მოცულობა 100 მლ-ზე მეტია, თუ სკანერმა აჩვენა, რომ მათი შიგთავსი უსაფრთხოა.

ამასთან, სითხის ტრანსპორტირებასთან დაწესებული შეღავათები მხოლოდ ამსტერდამიდან გამგზავრებისას გამოიყენება. უკან დაბრუნებისას ან სხვა აეროპორტებში გადასვლისას მოქმედებს ძველი წესები – ისინი საშუალებას გაძლევთ თან იქონიოთ არაუმეტეს 10 კონტეინერი, სადაც თითოეულის მოცულობა 100 მლ-ს.არ უნდა აღემატებოდეს.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze