გერმანული სატვირთო ავიაკომპანია Lufthansa Cargo მზადაა, რომ 2022 წლიდან Boeing 777F ტიპის ყველა თვითმფრინავზე AeroSHARK-ის ტექნოლოგია გამოიყენოს, რომელიც პროვაიდერი კომპანია Lufthansa Technik-ისა და BASF-ს მიერაა შექმნილი.

შედეგად თვითმფრინავის კორპუსი თევზის ფარფლის მსგავსი მასალით დაიფარება, რათა საწვავის ეფექტურობა გაიზარდის.

Lufthansa Technik-მა და BASF-მა ერთობლივად მიაღწიეს ტექნოლოგიას, რომელაც ზვიგენის კანის სტრუქტურას ჰგავს.

ტექნოლოგია AeroSHARK, არის ფირი რომლის მიკრო-ღარები დაახლოებით 50 მიკრონია. ფირს აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც თვითმფრინავის ზედაპირის აეროდინამიკის ოპტიმიზირებას ახდენს და ამით საწვავის ეფექტურობას ზრდის.

დეველოპერის შეფასებით, Lufthansa-ს ოპერირებაში მყოფი 10 ერთეული Boeing 777F-ის წინააღმდეგობის შემცირება 1%-ს გადააჭარბებს, რაც წელიწადში დაახლოებით 3,7 ათას ტონა საწვავს დაზოგავს და ნახშირორჟანგის გამოყოფას 11,7 ათასი ტონით შეამცირებს.

Lufthansa Technik–ი BASF–თან თანამშრომლობით გეგმავს, რომ საავიაციო ხელისუფლებისგან AeroSHARK ტექნოლოგიის გამოყენების ნებართვა მიიღოს. ისინი ასევე აპირებენ, რომ ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოსგან (EASA) B-777F-თვის სერვისის მიწოდებისთვის დამატებითი სერტიფიკატიც მიიღონ. 

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze