თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი გრძელმაგისტრალურ რეისებზე შეფ მზარეულს ამატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 8 საათზე მეტი დროით ფრენებზე ავიაკომპანია მგზავრებს სარესტორნო მენიუს შესთავაზებს.

როგორც ცნობილია, გასული წლის მარტში, გადამზიდავი იძულებული გახდა პროდუქციისა და მომსახურების მიმართულებით მრავალი ცვლილებები შეეტანა , რათა მგზავრთა და საკუთარი თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება დაეცვა. 

ამავდროულად, ბორტზე კორპორატიული მომსახურება, მათ შორის ”მფრინავი შეფ მზარეულების” პროგრამა, ყოველთვის იყო Turkish Airlines- ის განმასხვავებელი ნიშანი და მისი დაბრუნება ნამდვილი დიდი ნაბიჯია ნორმალური ცხოვრებისკენ, რაც საშუალებას აძლევს ავიაკომპანიის მგზავრებს, რომ მათთვის ფრენა ისეთივე კომფორტული და სასიამოვნო იყოს, როგორც ადრე. 

ავიაკომპანიის თანახმად, თითოეული მზარეული კულინარიული და მომხმარებელთა მომსახურების უნარების მიხედვით შეირჩა. როგორც ცნობილია ავიაკომპანიის ბორტზე ესა თუ ის კერძი მომზადდება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის და უახლესი ინგრედიენტების გამოყენებით.

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze