ეგვიპტურმა ავიაკომპანია Air Cairo-მ საქართველოს მიმართულებით ფრენები შეაჩერა. როგორც AviaNews-ს საქართველოში Air Cairo-ს ​ გენერალურ აგენტ კომპანია “ავიაქსელში” (Avianet) განუცხადეს, აღნიშნული მიზეზი რიგი რეგულაციები გახდა, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიის მიერ ქვეყნიდან გაყვანილ უცხოელ მოქალაქეებს საქართველოში აღარ უშვებენ.

“Air Cairo-მ საქართველოს მიმართულებით ფრენები ივნისის ბოლომდე გააჩერა. ამ დროისათვის ჩვენი კლიენტების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ ის უცხოელები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და მუშაობენ. არსებული რეგულაციებით მათ საქართველოდან გასვლის უფლება აქვთ, თუმცა ეგვიპტიდან მათი საქართველოში შემოშვება აღარ ხდება, რაც ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს. ამ ფონზე კი ბორტზე მხოლოდ 40 მგზავრით ავიაკომპანია არსებული ხარჯების დაფარვას ვერ ახერხებს. ჩვენ აქტიური მოლაპარაკებები გვქონდა მთავრობასთან, რათა ეგვიპტე ყოფილიყო იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც საქართველოში საჰაერო გზით შემოსვლის (დაბრუნების) უფლება ექნებათ მესამე ქვეყნის მოქალაქეებსაც. თუ კი უახლოესი 10 დღის განმავლობაში დეტალების გარკვევა არ მოხდება და არსებული რეგულაცია არ გადაიხედება, მაშინ Air Cairo-ს მიერ შარმ-ელ-შეიხი-თბილისი-შარმ-ელ-შეიხის საჰაერო ხაზზე ოპერირების განახლების ვადებიც გაურკვეველი დარჩება”, აცხადებს “ავიაქსელის” ხელმძღვანელი ამირან აბესაძე.

შეგახსენებთ რომ Air Cairo-მ საქართველოს მიმართულებით ოპერირება 11 აპრილიდან განაახლა. 

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze