გაიგე, სად უნდა იმოგზაურო ამ ზაფხულს — ტესტი

შენი შედეგია: ინდოეთი

სულაკაურის გამომცემლობა

წლევანდელი ზაფხული ინდოეთში უნდა გაატარო. მართალია, ქვეყნის საზღვრები ჩაკეტილია, მაგრამ მოგზაურობის სხვა ხერხებიც არსებობს. ყველაზე სათითაოდ არ დავწვრილმანდებით, მაგრამ წვრილმანების ღმერთი ინდოეთში ნამდვილად გამოგზაურებს, თანაც ისე, რომ მწერებისა და ქვეწარმავლებისაც არ შეგეშინდება.

გამოიყენე ფასდაკლების კოდი summer2020 ვებსაიტზე Sulakauri.ge-ზე და მოემზადე ინდოეთის გასაცნობად. წინ თავგადასავლებით სავსე ზაფხულია.

რეისზე უსაზღვრო კითხვის სეზონი ჩასხდომა დაწყებულია.

შენი შედეგია: კუნძული

სულაკაურის გამომცმელობა

შენთვის ორი ამბავი გვაქვს: ერთი ცუდი და მეორე — ვისთვის როგორ. ცუდი ის არის, რომ იქ, სადაც უნდა იმოგზაურო, ინტერნეტი არ იჭერს და ჩვენს ქვიზებს ვეღარ გააკეთებ. კარგი კი შეიძლება ის იყოს, რომ ყოველდღიურობისგან დაისვენებ, შენ ხომ უკაცრიელ კუნძულზე მიდიხარ.

ამის ყველაზე მარტივი გზა კი ბუზთა ბატონის წაკითხვაა, რომლის შეძენაც Sulakauri.ge-ზე ფასდაკლების კოდის summer2020 გამოყენებით შეგიძლია.

რეისზე უსაზღვრო კითხვის სეზონი ჩასხდომა დაწყებულია.

შენი შედეგია: ლიტერატურული ჯოჯოხეთი

სულაკაურის გამომცემლობა

წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით ცხელი იქნება, რადგან ჯოჯოხეთში უნდა იმოგზაურო. კარგი, ნუ შეშინდი, ლიტერატურულ ჯოჯოხეთში გიშვებთ, სადაც ისეთი დაწესებულებები გაგართობს, როგორიცაა ღამის კლუბი “მებრძოლი”, მოპასანის საროსკიპო “გი დე”, კაზინო “ჭვავის ყანა” და სხვა.

აი, ასეთი ჯოჯოხეთის კარიბჭეს გაგიხსნის ბესტსელერი, რომლის შეძენაც Sulakauri.ge-ზე ფასდაკლების კოდის summer2020 გამოყენებით შეგიძლია.

რეისზე უსაზღვრო კითხვის სეზონი ჩასხდომა დაწყებულია.

შენი შედეგია: ერთდროულად რამდენიმე ქვეყანა უნდა ინახულო

სულაკაურის გამომცემლობა

ჰმ, შენთვის ერთი ქვეყნის რჩევა ძალიან გვიჭირს. გვგონია, რომ ნამდვილ მოგზაურობაში უნდა წახვიდე და რამდენიმე ქვეყანა მოიარო. პორტუგალიიდან უნდა დაიწყო და ესპანეთისა და იტალიის გავლით ავსტრიამდე ჩახვიდე. ნუ გიკვირს, საზღვრები ღიაა და ეს მოგზაურობაც საკმაოდ იაფი დაგიჯდება. საქმე ისაა, რომ ამ თავგადასავალს სულ რამდენიმე საათი დაჭირდება და თანაც, ისტორიულ სპილოსთან ერთად იმოგზაურებ.

სპილოს მოგზაურობის შეძენა Sulakauri.ge-ზე ფასდაკლების კოდის summer2020 გამოყენებით შეგიძლია.

რეისზე უსაზღვრო კითხვის სეზონი ჩასხდომა დაწყებულია.

შენი შედეგია: ამერიკა

სულაკაურის გამომცემლობა

წლევანდელ ზაფხულს ამერიკის შეერთებულ შტატებში ისე გაატარებ, რომ ბარგის ჩალაგებაც კი არ დაგჭირდება. თუ ფიქრობ, რომ კითხვით გაგიჭირდება იმ ადგილის წარმოდგენა, სადაც არასდროს ყოფილხარ, საინტერესო ფაქტის გაგიმხელთ: არც კაფკა იყო აშშ-ში ნამყოფი, მეტიც, ევროპის კონტინენტს არასოდეს გასცდენია, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, ისე აღეწერა ამერიკის შეერთებული შტატები, რომ მოგვიანებით შენ ნებისმიერ ადგილზე მოკალათებულს შეგძლებოდა იქ მოგზაურობა.

ამერიკის შეძენა შეგიძლია ფასდაკლების კოდის summer2020 გამოყენებით საიტზე Sulakauri.ge

რეისზე უსაზღვრო კითხვის სეზონი ჩასხდომა დაწყებულია.

Facebook კომენტარები