საქართველოს უკვე ოფიციალურად აქვს უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ მუსიკალური ფესტივალის მოყვარულ ქართველებს უპრობლემოდ შეუძლიათ ევროპულ ფესტივალებს დაესწრონ.

ჩვენ უკვე მოგიყევით ზაფხულის ხუთი მუსიკალური ფესტივალის შესახებ, რომელიც ევროპაში 2017 წლის ზაფხულს გაიმართება. წინა სტატიაში მოცემულ ფესტივალებზე ბილეთების გაყიდვა ამ დრომდე გრძელდება და თუ აპირებთ გამგზავრებას, სჯობს იჩქაროთ.

ამ სტატიაში კი წარმოგიდგენთ კიდევ ხუთ მუსიკალურ ფესტივალს, რომელიც ასევე ევროპაში გაიმართება. ცხადია, მათზე დასწრებაც უვიზოდ, სულ რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ შეგიძლიათ.

1. ბუმი, ბელგია - Tomorrowland 2017 (21, 22, 23 და 28, 29, 30 ივლისი)

მიმდინარე წლის ზაფხულში ბელგიაში გაიმართება ყოველწლიური გრანდიოზული მუსიკალური ფესტივალი. ვფიქრობ, Tomorrowland-ს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ამ ფესტივალზე მოხვედრა ნებისმიერი მუსიკოსისთვის საოცნებოა და შესაბამისად ძალიან რთულიც.

წელს ფესტივალი ორ ნაწილად ჩატარდება. პირველი ნაწილი 21, 22, 23 ივლისს აიღებს სტარტს, ხოლო მეორე ნაწილი 28, 29 და 30 ივლისს. ბუმში მაყურებლებისთვის ისეთი მუსიკოსები დაუკრავენ, როგორიცაა David Guetta, Vini Vici, Armin van Buuren, Martin Solveig, Dimitri Vegas & Like Mike , Duke Dumont, Oscar & The Wolf (Live) და სხვ.

მუსიკოსთა სრული სიის სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

2. კატოვიცე, პოლონეთი - OFF Festival 2017 (4, 5, 6 აგვისტო)

სტატიის პირველ ნაწილში პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქ, გდინიაში გასამართ ფესტივალზე გესაუბრეთ, სადაც მონაწილეობას Radiohead იღებს. პოლონეთი ამით გაჩერებას არ აპირებს. უკვე ათი წელია კატოვიცეში OFF Festival ტარდება და გამონაკლისი არც წელს იქნება. ამ ფესტივალმა სახელი წარმატებული მუსიკოსების მოწვევით, კარგი პროგრამითა და თავისი ღიაობით გაითქვა.

წელს OFF Festival-ში მონაწილეობას მიიღებენ PJ Harvey, Feist, The Black Madonna და სხვ.

მუსიკოსთა სრული სიის სანახავად და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

3. ბარსელონა, ესპანეთი - Primavera Sound 2017 (31 მაისი - 4 ივნისი)

Primavera Sound მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური ფესტივალია. აქ უამრავი მიმდინარეობის წარომადგენელი იყრის თავს და თავის მსმენელს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. გასულ წელს ამ ფესტივალს სტუმრობდნენ Air, Radiohead, Sigur Ros, Moderat და სხვა ვარსკვლავები.

2017 წელს აღნიშნული ფესტივალი ორ ლოკაციაზე ჩატარდება. ერთ-ერთი ტრადიციულად ბარსელონა იქნება, მეორე კი პორტო. 2016 წლის მსგავსად, ფესტივალზე წელსაც უამრავი წარმატებული და საყვარელი მუსიკოსი მოიყრის თავს.

Line-up

Line-up

ფოტო: Primavera Sound

ბილეთებს ორივე ლოკაციაზე სხვადასხვა ფასები ექნებათ. ბარსელონაში ყველაზე იაფი ბილეთის ფასი 195 ევროდან იწყება, ხოლო პორტოში 110 ევროდან.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

4. პულა, ხორვატია - Outlook Festival 2017 (7 - 10 სექტემბერი)

ხორვატიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში ტრადიციული ფესტივალი გაიმართება. ეს ფესტივალი ჰიპო-ჰოპის, R&B-ისა და Dubstep-ის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. წელს ფესტივალზე წარმოდგენილი იქნებიან ისეთი არტისტები, როგორიცაა Wiley, Bugzy Malone, Princess Nokia და სხვ.

Short Line-Up

Short Line-Up

ფოტო: Outlookfestival.com

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების ფასი 175 ევროდან იწყება და მისი შეძენა ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ.

5. ბიდინგჰუიცენი, ჰოლანდია - Lowlands Festival 2017 (18, 19, 20 აგვისტო)

ფოტო: Alamy

Lowland ფესტივალი თავისი არსებობის ოცდამეხუთე წელს აღნიშნავს. ეს ფესტივალი ცნობილია არამხოლოდ მუსიკით, არამედ სხვა გასართობებითაც. აქ ხშირად ეწყობა კინოჩვენებები და სხვა სანახაობები. ფესტივალზე მოქმედებს საკუთარი ნარკოპოლიტიკა, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია ყოველგვარი დოგმებისგან. აღნიშნულ ფესტივალს ყოველწლიურად დაახლოებით 55 ათასი ადამიანი ესწრება.

წელს ფესტივალს ისეთი არტისტები ესტუმრებიან, როგორიცაა Alt-J, The xx, Iggy Pop, Dj Ben Klock, Nina Kraviz and Robert Hood.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების ფასი 185 ევროდან იწყება და მისი შეძენა ოფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ.

სტატიის პირველი ნაწილი:

Facebook კომენტარები

kompensacia frenebze
kompensacia frenebze