პაკისტანელი ექიმი რეჰან მუნირი ნიუ-იორკში კურსების გასავლელად აპირებს ჩასვლას და ბინას ეძებს, ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინ საკუთარ ფეისბუქზე დაწერა.

რეჰანი საკუთარ პოსტში წერდა, რომ ის ქირურგია და ნიუ-იორკში ჩასვლას 20 ივლის აპირებდა და იქ 30 აგვისტომდე დარჩებოდა. საუკეთესო ვარიანტში კი ბინაში $800 გადახდა შეეძლო.

როგორც აღმოჩნდა მისი დატოვების მსურველი ბევრი აღმოჩნდა, იმდენად ბევრიც, რომ ისინი კომენტარებში ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უკეთეს პირობებს შეუქმნის მურინს დასარჩენად.

ჯერ-ჯერობით უცნობია აარჩია თუ არა ექიმმა ადამიანი, ვისთან ერთადაც ზაფხულში ათ დღეს გაატარებს, შემდეგ კი ნიუ-იორკის გულის კლინიკაში კურსებს გაივლის.

Facebook კომენტარები