ამერიკელმა მოგზაურმა იაკობ ლაუკაიტისმა, შვიდი დღის განმავლობაში, ჩრდილოეთ კორეაში იმოგზაურა. ერთკვირიანი ვიზიტის შემდეგ კი, იაკობი მიხვდა, რომ აქამდე მსგავსი ქვეყანა არ ენახა და გადაწყვიტა, დაგროვილი გამოცდილება და შთაბეჭდილებები ჩვენთვისაც გაეზიარებინა.
მისი მოგზაურობის დეტალებსა და ვიდეოს შეგიძლიათ აქ გაეცნოთ: 7 დღე ჩრდილოეთ კორეაში - ამერიკელი ტურისტის მოგზაურობა
"დაუჯერებელია რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა 60 წლის წინ ერთი და იგივე სახელმწიფო იყო და გასაკვირი არც არის, რადგან ის ვინც ორივე ქვეყანაშია ნამყოფი, მათ შორის რადიკალური სხვაობასაც ადვილად შეამჩნევდა", ამბობს მოგზაური.
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შესადარებლად, იაკობი სამხრეთ კორეასაც ეწვია და ძალიან საინტერესო ფოტო მასალაც შექმნა.