ნებისმიერ ჩვენგანს ურჩევნია იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო იაფად, ვიდრე ორმაგი ფასი გადაიხადოს. ამავდროულად, რა თქმა უნდა, გვსურს მივიღოთ საუკეთესო სერვისი და კარგად გავატაროთ შვებულება. შეიძლება გეგონოთ, რომ უცხო ქვეყანაში თითქმის წარმოუდგენელია $1-ად რაიმეს ყიდვა, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, მსოფლიოს განსხვავებულ ქვეყნებში ამ ფასად შეძლებთ საკმაოდ ბევრი და განსხვავებული საკვების შეძენას: დაწყებული პურის ნაჭრით და დამთავრებული სრულფასოვანი სადილით.
ნიდერლანდები – სრული საუზმე, მათ შორის ყავაც;
უნგრეთი – ღვინის მთლიანი ბოთლი;
იტალია – შემწვარი ბრინჯის ბურთულები ყველთან ერთად;
ახალი ზელანდია – $1-იანი მენიუდან ნებისმიერი ზომის გაყინული კოკა-კოლა;
ჩინეთი – ორი ან სამი ბაოზი, იგივე ღვეზელი, რომელსაც განსხვავებული შიგთავსი შეიძლება ჰქონდეს. ფასი დამოკიდებულია შიგთავსზე.
კანადა – ერთი ყუთი ყველიანი მაკარონი;
ასევე კანადაში, $1-ად შეგიძლიათ ჩვენთვის კარგად ნაცნობი დონატების შეძენა;
მალაიზია – ნასი-ლემაკის ორი პორცია. ეს არის ბრინჯის კერძი, რომელსაც, როგორც წესი, ხორცთან, ანჩოუსებთან ან მოხარშულ კვერცხთან ერთად მიირთმევენ;
დანია – დანიის მოსახლეობას $1-ად მხოლოდ ერთი პაკეტი სწრაფი მომზადების ლაფშის ყიდვა შეუძლიათ;
ჩილე – იტალიურ სტილში დამზადებული ჰოთ-დოგი;
მალტა – ტრადიციული მალტური ღვეზელი ყველის შიგთავსით
კენია – ერთი პაკეტი რძე (500 მლ, დაახლოებით 2 ჭიქა);
პანამა – შემწვარი ღორის ხორცი პურთან ერთად;
მექსიკა – ორი კილოგრამი ბანანი (დაახლოებით, 17 საშუალო ზომის ბანანი);
არაბთა გაერთიანებული საემიროები – სამი ცალი ნაყინი მაკდონალდსიდან;
რუმინეთი – ოთხი ცალი კრენდელი პირდაპირ საცხობიდან;
ინდონეზია – ქათმისგან დამზადებული სხვადასხვა კერძები;
ასევე ინდონეზიაში $1-ად შეძლებთ, 67 ცალი საღეჭი რეზინა ბაბოლის შეძენას;
საფრანგეთი – ერთი ბაგეტი;
შვედეთი – დაახლოებით, 7 საშუალო ზომის კარტოფილი;
ინდოეთი – ინდოეთში არსებობს გზისპირა რესტორანი დჰაბა, სადაც $1-ად ორი სრულფასოვანი კერძის გასინჯვა შეგიძლიათ;
სამხრეთ კორეა – ტკბილი ცომეული, სახელად ჩუროსი, რომლის შეძენა მაკდონალდსშია შესაძლებელი;
და, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები – პიცის გიგანტური ნაჭერი
Facebook კომენტარები