გლობალური პანდემიის პერიოდში, ბევრი ჩვენგანი ოცნებობს მოგზაურობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ შეზღუდულია ფრენები, არ იქნება ცუდი თუკი თვალს გადავავლებთ საინტერესო ადგილებს და ცოტა ვიოცნებებთ, რა იქნებოდა ახლა ახალ ზელანდიაში რომ აღმოვჩენილიყავი?! მით უმეტეს, ეს უფლება ავსტრალიის მოქალაქეებს ამა წლის 18 აპრილიდან ენიჭებათ.
იმისთვის რომ ჩვენ შემთხვევაში ეს ოცნება ცოტა უფრო კონკრეტული გახდეს, გთავაზობთ 10 ულამაზეს ადგილს ახალ ზელანდიაში, რომელიც სრულიად დაგვავიწყებს გასულ წელს და შეგვახსენებს, თუ რატომ გვიყვარს მოგზაურობა.
1. მარლბორო, მარლბოროს რეგიონი
მდინარეების ეს უძველესი ხეობა საუკეთესო შესაძლებლობებს გვთავაზობს, თევზაობისთვის, ნაოსნობისთვის და ზოგადად ველური ბუნებით სიამოვნებისთვის.
2. ტეკაპოს ტბა, კენტერბერის რეგიონი
ხშირად, ფოტოები გადაჭარბებულად წარმოაჩენენ ადგილის სილამაზეს. მაგრამ ამ შემთხვევაში,ყველაფერი პირიქითაა. ვერცერთი ფოტო, რეალურად ვერ ასახავს, ტეკაპოს ტბის მშვენიერებას.
3. სლოფ ფოინთი, საუთლენდის რეგიონი
სლო ფოინთი, საუთლენდის რეგიონის უკიდურესი სამხრეთ წერტილია. დასახლებული პუნქტისგან შორს, ამ ტერიტორიას ძირითადად მწყემსები იყენებენ. აქ მოგზაურობისას, ქარისგან გადაღლილ, უცნაური ფორმის, უამრავ ხეს აღმოაჩენთ.
4. ოკარიტო, უესტ-კოსტის რეგიონი
თუკი ვარსკვლავთცვენის ყურება და სურვილების ჩაფიქრება გიყვართ ეს ადგილი თქვენთვისაა. აქ ნახავთ მსოფლიოში საუკეთესო ხედებს, თან თქვენს გარშემო მხოლოდ ოკეანე და მთები იქნება.
5. ჰობიტონი, უაიკატოს რეგიონი
შეიძლება ტოლკინის შემოქმედების დიდი გულშემატკივარი არ იყო, მაგრამ ამ სანახაობის გამოტოვება, შენთვისაც არ შეიძლება. ჰობიტონში საშუალება გაქვს, დატკბე მწვანე მდელოებით და დრო სასიამოვნოდ გაატარო, სხვა დამსვენებლებთან ერთად.
6. ტე-ანაუ, საუთლენდის რეგიონი
ეს არის მსოფლიოს არაოფიციალური, მერვე საოცრება. ადგილი, სადაც ყველაზე დაუვიწყარ მზის ჩასვლას შეგიძლიათ დააკვირდეთ.
7. მილტონის ვენახები, აღმოსავლეთ რეგიონი
იმას ნამდვილად არ ვამბობ, რომ ქართულ ღვინოს რამე შეედრება. მაგრამ თუკი ახალზელანდიური ღვინის დაგემოვნება მოგინდათ, აუცილებლად ამ ადგილს უნდა ესტუმროთ.
8. გიზბორნი, ჩრდილოეთი კუნძული
ძნელია თვალი მოაშორო, ოკეანესა და მთებს შორის, იდეალურად განთავსებულ სანაპირო ზოლს.
9. აორაკი მთის ეროვნული პარკი
ლაშქრობის მოყვარულებისთვის ეს ადგილი ნამდვილად საინტერესო იქნება. სწორედ ამ ნაციონალურ პარკშია აღმართული, ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი მწვერვალი — კუკის მთა.
10. კუნძული კავაუ, ოკლენდი
ისტორია, ბუნება, კულტურა — კავაუ თავის თავში ყველაფერს აერთიანებს. თუკი ამ კუნძულზე აღმოჩნდებით, ეს თქვენთვის დაუვიწყარი თავგადასავალი იქნება.