ექსტრიმისა და ცურვის მოყვარულებისთვის ძალიან კარგი ამბავი გვაქვს — ლონდონის ერთ-ერთ ცათამბჯენზე კომპანია Compass Pools-მა მსოფლიოში უპრეცედენტო აუზი გაკეთება დააანონსა.
საქმე ის არის, რომ ეს პირველი აუზი იქნება, რომელსაც 360-გრადუსიანი ხედი და წყალქვეშა შესასვლელი ექნება. შუშის გამჭვირვალე ჯებირები კი ხედს კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის და აუზის სტუმრებს საშუალებას მისცემს, რომ დრო ზღაპრულ გარემოში გაატარონ.
ამის გარდა, ეს იქნება პირველი ცათამბჯენი, რომელსაც მსგავსი დიზაინის აუზი ექნება. აუზი ამავე შენობის ყველაზე ბოლო, 55-ე სართულზე განთავსდება. აუზიდან ლონდონის ულამაზესი ხედი 200 მეტრის სიმაღლიდან გადაიშლება.
აუზის გამჭვირვალე ჯებირები კი განსაკუთრებული მასალით დამზადდება.
ამ ფოტოების ნახვის შემდეგ, გაგიჩნდებათ კითხვა, თუ როგორ უნდა მოხვდნენ დამსვენებლები აუზში.
“მოცურავეები იქ სპეციალური წყალქვეშა გვირაბით მოხვდებიან, რომელიც საჭირო მომენტში კონსტრუქციის ფსკერიდან ამოიზრდება”, — განმარტავენ აუზის წარმომადგენლები.
აუზი 2020 წელს გაიხსნება და თუ ამ დროს ლონდონში მოხვდებით, თქვენც გიმასპინძლებთ.