მოგზაურობის დაგეგმვისას, სასტუმროს ძიებაში დიდ დროს ვხარჯავთ ხოლმე. კრიტერიუმები ბევრნაირია, — გვინდა, რომ მოსასვენებელი ოთახი ერთდროულად მყუდრო, იაფი, კეთილმოწყობილი იყოს და თუ ტურისტულ სანახაობებთანაც ახლოს დავბინავდებით, — მთლად უკეთესი. ასეთი ადგილის პოვნა არც ისე მარტივი საქმეა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ევროპაში არსებობს ციხესიმაგრეები, რომლებიც ტურისტებს ხელმისაწვდომ ფასად მასპინძლობს. აქ მეგობრებთან ერთად ერთი ღამის გატარება 50 დოლარზე ნაკლები დაგიჯდებათ. ასე რომ, თუ გსურთ თავი ისტორიული ეპოქის ნაწილად იგრძნოთ, ეს ადგილები სწორედ თქვენთვისაა. აქ, პირდაპირი მნიშვნელობით, ტურისტულ ღირსშესანიშნაობაში იცხოვრებთ და ვინ იცის, თუ გაგიმართლათ, შეიძლება ქანთერვილის მოჩვენებასაც მოჰკრათ თვალი.

1. Chateau le Cruguil, საფრანგეთი - ღამე $389

ფოტო: Owner / HomeAway

ქალაქ ლანიონში მდებარე ციხესიმაგრე მწვანე პარკს და ტბას გადმოჰყურებს. მეთოთხმეტე საუკუნეში აგებულ შენობაში ახლა შვიდი საძინებელი, ტენისის კორტები, ბილიარდი, მაგიდის ფეხბურთი და ჯაკუზი დაგხვდებათ. ციხესიმაგრეს ულამაზესი ბაღიც ამშვებს, სადაც ყვავილებისგან დაწნულ საწოლში ნებივრობას შეძლებთ. თუკი ამ სასახლეში 15 ადამიანი დარჩებით, თითოს ერთი ღამე 26 დოლარი დაგიჯდებათ.

2. Carraigin Castle, ირლანდია - ღამე $222

ფოტო: Annemarie / HomeAway

ეს სასახლე ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტბის, ლოხ კორიბის პირას მდებარეობს. მეცამეტე საუკუნით დათარიღებული სასახლე ახლანდელმა მეპატრონემ ნანგრევებიდან გააცოცხლა და დღეს დამსვენებლებს თევზაობას, ნავით ტბაზე გასეირნებას ან გასაოცარი ბუნებით ტკბობას სთავაზობს. თუ ბუნებაში დასვენების მოყვარული არ ხართ, შეგიძლიათ მოზაიკაში შესრულებული მეფე-დედოფლის პორტრეტები დაათვალიეროთ. სასახლის ერთი ღამით ქირაობა 222 დოლარი ჯდება, თუმცა, თუ მეგობრებთან ერთად დარჩებით, გაცილებით იაფი გამოვა.

ფოტო: Art / Airbnb

"პატარა სახლი ჩიტებისთვისაა",— ესაა ონტარიოში მდებარე ყოფილი ტაძრის დევიზი, დღეს კი სასტუმროდ ქცეული იმ ციხესიმაგრის სახელია, რომელიც დამსვენებლებს ფრთების გასაშლელად ეპატიჟება. შენობა ნამდვილად დიდია: სამი საძინებელი თორმეტ ადამიანს იტევს. აქ გართობისთვის ბევრი საშუალებაა,— სასახლეში პინგპონგი, მაგიდის ფეხბურთი და პოკერის სათამაშო სივრცე დაგხვდებათ. ერთი ღამის ფასი საკმაოდ დაბალია და თუ თორმეტი ადამიანი წახვალთ, თითოს 21 დოლარამდე დაგიჯდებათ, ხოლო მთელი კვირით დარჩენის შემთხვევაში, 25%-იან ფასდაკლებასაც მიიღებთ.

4. Longs Park Castle, ინგლისი - ღამე $197

ფოტო: Adrian and Claire / Airbnb

დასავლეთ ეშტონში მდებარე "რაპუნცელის სასახლე" ძველებური და თანამედროვე სტილის იდეალური ნაზავია. მიუხედავად იმისა, რომ შენობა დასახლებებისგან მოშორებით დგას და სამეზობლო არ აქვს, აქ ნამდვილად არ მოიწყენთ. ციხესიმაგრის ბიბლიოთეკაში უამრავ საინტერესო წიგნს იპოვით და დაათვალიერებთ ბაღს, რომელიც მთლიანად თქვენს საკუთრებაში იქნება, სასადილოში კი შუა საუკუნეების თემატური წვეულების გამართვასაც შეძლებთ. ციხესიმაგრე მაქსიმუმ 16 ადამიანს მასპინძლობს, ერთი ღამით დარჩენა კი ჯამში 197 დოლარი ჯდება.

5. Tour d'Izier, ბელგია - ღამე $279

ფოტო: Déborah / Airbnb

ბელგიური ციხესიმაგრე მეთვრამეტე საუკუნეშია აშენებული და გარედან ჯერ კიდევ ინარჩუნებს შუა საუკუნეების ელფერს. თუმცა, ამან შეცდომაში არ შეგიყვანოთ, შენობის ინტერიერი თანამედროვედაა მოწყობილი. ციხესიმაგრეში სტუმრად ერთდროულად 14 ადამიანს იღებენ, მაგრამ აქ პატარა პრობლემაა — საპირფარეშო მხოლოდ ერთია, ასე რომ, დიდი წვეულების მოწყობას არ გირჩევდით.

6. Castello Claves, იტალია - ღამე $359

ფოტო: Giulia / airbnb

მეცხრამეტე საუკუნეში ამ შენობას ნადირობის დროს იყენებდნენ, დღეს კი ის ტურისტებსა და დამსვენებლებს მასპინძლობს. სიცილიაში მდებარე ეს ციხესიმაგრე 10 ადამიანს იტევს, თითოს კი, ერთ ღამეში, 36 დოლარის გადახდა მოგიწევთ. ციხესიმაგრეს გარს ეტნას მთა და იონიის ზღვა აკრავს. აქ კერძო აუზიც დაგხვდებათ, სადაც ბანაობა საღამოს საათებში სჯობს, რადგან ამ დროს ქალაქის შთამბეჭდავი განათებებით ტკბობას შეძლებთ.

7. Santa Marta de Portuzelo, პორტუგალია - ღამე $651

ფოტო: Courtesy / Airbnb

ეს უზარმაზარი სასახლე ცხრა საძინებელს იტევს. აქედან ორს საკუთარი ბუხარიც კი აქვს. მსურველებს პატარა ეკლესიის დათვალიერებაც შეუძლიათ, რომელიც სასახლის შიგნით მდებარეობს. გარეთ კი შეხვდებით მტრედების პატარა სახლს, უზარმაზარ ბაღსა და აუზს. თუკი შენობას 15 ადამიანი იქირავებთ, თითოს 43.4 დოლარის გადახდა მოგიწევთ. ასე რომ, თუ პორტუგალიაში მეგობრებთან ერთად გეგმავთ მოგზაურობას, უკვე იცით სად ეძებოთ ღამის გასათენებელი ადგილი.

ფოტო: Courtesy / Airbnb

არა თვალები ნამდვილად არ გატყუებთ, ეს ვარდისფერი სასახლეა და ნამდვილად არ ჰგავს ჩვეულებრივ ციხესიმაგრეს. ის თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა და ყველა ოთახს თავისი კეთილმოწყობილი აბაზანა აქვს. სასახლე ათ ადამიანს იტევს, თუმცა, თუ პოლონეთში მარტო აპირებთ მოგზაურობას, აქ ინდივიდუალური ოთახების ქირაობასაც შეძლებთ. სასახლის მეპატრონის პატარა საყვარელ ლეკვებთან თამაში კი სრულიად უფასოა.

9. Llaés, ესპანეთი - ღამე $382

ფოტო: Marc / Airbnb

ესპანეთში მდებარე ეს ციხესიმაგრე ძალიან მყუდრო და იზოლირებულია, თანაც, იდეალური ადგილია ექსტრავაგანტული წვეულების მოსაწყობად. შენობა თექვსმეტ ადამიანს იტევს და თითოს ერთ ღამეში 24 დოლარის გადახდა მოუწევს. სასახლე საკმაოდ შემაღლებულ ადგილას დგას და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მეზობლებმა ხმამაღალი მუსიკის გამო გისაყვედურონ.

ფოტო: Ward / airbnb

ეს ადგილი იდეალურია მათთვის, ვისაც ცურვა ან სერფინგი იზიდავს. სასახლე ირლანდიის ყველაზე გამორჩეულ სერფინგის სანაპიროს გადაჰყურებს და 200 წლიან ისტორიას ითვლის. აქ ოთახის ქირაობა 83 დოლარი ღირს. ფასში ასევე შედის ირლანდიური საუზმე, ჭიქა ღვინო და ბილიარდის თამაში . მასპინძელი სიამოვნებით დაგხვდებათ მატარებლის სადგურზე და სახლამდე საკუთარი მანქანით მიგაცილებთ.

დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე ხელმისაწვდომი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად, შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.

Facebook კომენტარები