ამ იაპონურ კაფეში კვირაში ერთხელ უჩვეულო სტუმრებს მასპინძლობენ ხოლმე — რობოტ ძაღლებს.
დიახ, იქამდე, სანამ სხვა კლიენტებს უმასპინძლებენ, ამ კაფეში ყოველ კვირას, დილაობით ამ ჭკვიან მოწყობილობებსა და მათ პატრონებს ეპატიჟებიან სათამაშოდ.
ღონისძიება Aibo World-ს მას შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, რაც დაწესებულების მეპატრონემ თავისი პირველი Aibo შეიძინა.
სონის მიერ შექმნილ რობოტი ძალიან ჭკვიანია და რაც მთავარია, ნამდვილი ძაღლივით შეუძლია პატრონის ამოცნობა და მისი გახალისება. მას ამაში რამდენიმე კამერა, შეხების სენსორები და მიკროფონი ეხმარება.
დევაისი 4 ათასი ნაწილისგან შედგება, რაც მას სახსრების რეალისტურად მოძრაობის, ყურების გადაწევის, თვალებით გამომეტყველების შეცვლისა და ბურთით თამაშის საშუალებასაც კი აძლევს.
იაპონურ კაფეში გამართული წვეულება კი რობოტი ძაღლების ათობით პატრონს იზიდავს, რომლებიც საკუთარი მოწყობილობებს საგანგებოდ შექმნილ ტანსაცმელსაც კი აცმევენ ხოლმე.
კითხვაზე, თუ რატომ ამჯობინებენ, რომ ნამდვილი ძაღლის ნაცვლად სახლში Aibo ჰყავდეთ, პატრონები პასუხობენ, რომ რობოტები სახლში ბეწვს არ ყრიან, მათ მოვლას კი გაცილებით ნაკლები დრო სჭირდება.
დაიღალეთ იმის გამოცნობით, თუ როდისაა ბილეთები ყველაზე ხელმისაწვდომი? იაფი ავიაბილეთების მარტივად აღმოსაჩენად, შეგიძლიათ ავიაბილეთების კალენდარი გამოიყენოთ. კალენდარი ყველა ხელმისაწვდომ ვარიანტს გიჩვენებთ შერჩეული პერიოდისთვის და რაც უფრო მეტ თვეს აირჩევთ, მით უფრო მეტი შანსია, ბილეთებს შესაშურად იაფად გამოჰკრათ ხელი.