მოგზაურობა ყოველთვის ახალ, შთამბეჭდავ და მოულოდნელ ემოციებთანაა დაკავშირებული: როგორც კი აქამდე შენთვის უცხო მიწაზე დადგამ ფეხს, ერთი სული გაქვს იქაური კულტურა, ისტორია და ცხოვრების სტილი შეიგრძნო.
წარმოიდგინეთ, რომ ამა თუ იმ კუთხის მონახულებასთან ერთად, შესაძლებლობა გეძლევათ თქვენთვის საყვარელი ფილმის სამყაროშიც იმოგზაუროთ. ახლა სწორედ 10 ასეთი ადგილის შესახებ გიამბობთ, სადაც ყველასთვის კარგად ნაცნობი ფილმები გადაიღეს და იქ სტუმრობისას თქვენც კინოს გმირად იგრძნობთ თავს.
1. ქალაქი მატმატა, ტუნისი — ვარსკვლავური ომები
ვარსკვლავური ომების ერთგული ფანებისთვის კარგად ნაცნობი გამოგონილი პლანეტის, ტატუინის სცენები სწორედ სუდანის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქ მატმატაშია გადაღებული.
2. სოფელი გლენკო, შოტლანდია — ჰარი პოტერი
ისეთი ჯადოსნური სამყაროს რეალურობა, რომელიც ყველასათვის კარგად ნაცნობი ჰარი პოტერის ფილმების სერიაშია აღწერილი, შესაძლოა, რთული წარმოსადგენი გეგონოთ, თუმცა შოტლანდიის ამ უმშვენიერეს სოფელში თუ მოხვდებით, სადაც ჰარი პოტერის მესამე ნაწილი, აზკაბანის ტყვე გადაიღეს, ჯადოსნური ცხოველების არსებობაშიც კი აღარ შეგეპარებათ ეჭვი.
3. ოჰაიოს ციხე, აშშ — გაქცევა შოუშენკიდან
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალრეიტინგული ფილმი გაქცევა შოუშენკიდან ამერიკის ისტორიულ შენობაში გადაიღეს, რომელიც ერთ დროს მართლაც ცნობილი საპატიმრო იყო. ოჰაიოს ციხე 1990 წლამდე ფუნქციონირებდა, დღეს კი ისტორიულ ძეგლად ითვლება, რომელსაც მარტივად შეგიძლიათ ეწვიოთ.
4. ქალაქი ატლანტა, აშშ — შიმშილის თამაშები
თუ ქეთნის ევერდინის შესახებ გადაღებული ფილმების სერია გინახავთ, არ დაგავიწყდებოდათ პრეზიდენტ სნოუს მდიდრული სასახლე, რომელიც სინამდვილეში ჯორჯიის შტატში მდებარე გედების სასახლის სახელით ცნობილი ისტორიული შენობაა.
5. ტონგარიროს ეროვნული პარკი, ახალი ზელანდია — ბეჭდების მბრძანებელი
კინოსა და ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საზარელი ადგილის — მორდორის აღსაბეჭდად ბეჭდების მბრძანებლის შემქმნელებმა ახალი ზელანდიის იშვიათი და საუცხოო ბუნებრივი გარემო გამოიყენეს.
6. ქალაქი პეტრა, იორდანია — ინდიანა ჯონსის თავგადასავალი
თუ ინდიანა ჯონსის მსგავსად დაუვიწყარ თავგადასავლებს ეძებთ, მაშინ ეს ადგილი აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
7. ნერიოიფიორდი, ნორვეგია — გაყინული
ელზასა და ანას ჯადოსნური სამყაროს შექმნის შთაგონების წყარო ნორვეგიის ეს ულამაზესი ბუნება გახდა.
8. ჰავაი, აშშ — იურიული პარკი
ჰავაის ტროპიკული გარემო ნამდვილად შესაფერისი ადგილია იმისათვის, რომ უზარმაზარ დინოზავრებს გადააწყდეთ.
9. ქალაქი ზალცბურგი, ავსტრია — მუსიკის ჰანგები
მუსიკის ჰანგები უამრავ მაყურებელს ასე შთამბეჭდავად სწორედ ზალცბურგის თვალწარმტაცი ხედების გამო ახსოვს.
10. ქალაქი მატამატა, ახალი ზელანდია — ჰობიტი
როგორც ჩანს, ახალი ზელანდია რეალურად გაცოცხლებული ტოლკინის ეპიკური სამყაროა — არა მარტო ბეჭდების მბრძანებლისა და ჰობიტის ფილმების მრავალი სცენა შეიქმნა იქ, არამედ ამ სამყაროს შესახებ მომავალ სერიალსაც სწორედ იქ იღებენ.
გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.