დუბაი საოცარია! არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეს უდიდესი ქალაქი არ წყვეტს ცვლილებებს და ჩვენს გაოცებას. მათაც კი, ვინც საამიროს მხოლოდ 7-10 წლის წინ ესტუმრა, უკვე აღარ აქვთ უფლება თქვან „დუბაი ნანახი მაქვს“, რადგან დუბაი ყოველდღე ახალ სიურპრიზებს უმზადებს თავის მაცხოვრებლებსა და სტუმრებს. მხოლოდ რამდენიმე რამ რჩება უცვლელი: ქალაქის სწრაფი აღმავალი მოძრაობა მბრწყინავი ვარსკვლავებისკენ და შენობების ახალი სიმაღლის რეკორდებისკენ, წარმოუდგენელი არქიტექტურა და პროექტების გრანდიოზულობა, განსაცვიფრებელი შოპინგი, აქტიური ღამისა და გასართობი ცხოვრება და უდაბნო, რომელშიც ეს თანამედროვე და კოსმოპოლიტური მიმზიდულობის ცენტრი განვითარდა.
დუბაის ნავთობდოლარების შესახებ მითმა უკვე დაკარგა აქტუალობა – ნავთობისა და გაზის მრეწველობის შემოსავლები საამიროს მშპ-ს არაუმეტეს 6%-ს მოიცავს.
ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის
წინა არაფრით გამორჩეული დუბაი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქალაქი, წამყვანი
ტურისტული, სავაჭრო, ფინანსური და სატრანსპორტო პუნქტია პლანეტის რუკაზე. საამირო მზადაა
თავის სტუმრებს შესთავაზოს ყველაზე მოულოდნელი და ყველაზე საინტერესო დასვენების
ვარიანტები – სამთო-სათხილამურო კურორტი მარადიული ზაფხულის შუაგულში, უზარმაზარი
აკვარიუმი ათობით ათასი ზღვის ბინადრით, მსოფლიო მნიშვნელობის სხვადასხვა მიმართულების
გამოფენები, ფესტივალები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ადამიანის მიერ შექმნილ კუნძულებსა
და თავბრუდამხვევ ცათამბრჯენებზე.
როგორ ჩავიდეთ დუბაიში
დუბაის რეისების საკმაოდ მჭიდრო განრიგი აქვს თბილისიდან, რასაც შუა აღმოსავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს და ტურისტული მიმართულების ადგილის სტატუსი ავალდებულებს.
დუბაის ავიაბილეთები
თბილისი - დუბაი ძებნა
ქუთაისი - დუბაი ძებნა
ბათუმი - დუბაი ძებნა
ავიაკომპანია: Flydubai
The Cheapest Flights for this Month from თბილისი to დუბაი
პირდაპირი ფრენა თბილისი-დან დუბაი-ში
პირდაპირი ფრენა ბათუმი-დან დუბაი-ში
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
30 ივნ 2021 | 9 ივლ 2021 |
Dubai Pass
Dubai Pass – ეს არის აბონემენტი ტურისტებისთვის, რაც საშუალებას გაძლევთ ეწვიოთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს 60%-მდე ფასდაკლებით. პარტნიორულ პროგრამაში სულ 33 კულტურულ-გასართობი ობიექტი შედის.
საამიროს სტუმრებს
შესაძლებლობა ეძლევათ ეწვიონ დუბაის ყველაზე საინტერესო ობიექტებს: მსოფლიოში
ყველაზე მაღალ შენობას ბურჯ ხალიფას, თავგადასავლების პარკებს IMG და Dubai Parks, დახურულ სამთო-სათხილამურო ტრასას,
საფარის, აკვაპარკს, დელფინარიუმს, ლეგოლენდსა და სხვ. კლუბის ბარათების
მფლობელებს ასევე შეუძლიათ ქალაქში ექსკურსიით გაისეირნონ, ნახევარ ფასად შეიძინონ
ბილეთი La Perle-ს საჰაერო აკრობატიკის შოუზე და მრავალი სხვა შთაბეჭდილება მიიღონ.
ამჟამად ხელმისაწვდომია სამი
ტიპის ბარათი: Dubai Unlimited, Dubai Flexi Attractions Pass და Dubai Select. Dubai Pass Select გთავაზობთ 3 ბილეთს
პროგრამაში მონაწილე შოუსა და ღირსშესანიშნაობებზე თქვენი არჩევანის მიხედვით, მისი
საფასური 96 დოლარიდან იწყება და მოქმედებს პირველი წარდგენის დღიდან 7
კალენდარული დღის განმავლობაში. სამდღიანი ბარათი Dubai Unlimited („ყველაფერი
ჩართულია”) 218 აშშ დოლარიდან ღირს პირველი წარდგენის დღიდან (ასევე არსებობს 5 და
7 დღიანი ბარათები) და იძლევა ფასდაკლებას პროგრამაში მონაწილე ყველა შოუსა და
საინტერესო ობიექტზე 60%-მდე მაქსიმალური ფასდაკლებით.
დეტალური ინფორმაცია
ტარიფებისა და მომსახურების შესახებ იხილეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მიმართულება და თარიღი