ტეხასის პატარა ქალაქები ამერიკული ფეხბურთითა და გემრიელი სამხრეთული კერძებითაა ცნობილი, მაგრამ ქალაქი როისი გაცილებით უნიკალური ფაქტით გამოირჩევა — აქ მდებარეობს სასახლე შანგრილამა, რომელშიც შვიდი ლამა ცხოვრობს.

ლამებს სახალისო სახელებიც შეურჩიეს: დალაი ლამა, ბარაკ ო'ლამა, კომო ტე ლამა, ბაჰამა ლამა, პიჟამა ლამა, დრამა ლამა და სერ ლანს-ო-ლამა. შანგრილამას ვებსაიტის მიხედვით, დალაი ლამას მეფის სტატუსი აქვს, ხოლო ბარაკ ო'ლამა პრინცია.

ფოტო: Haley Katherine Photography / Insider

შანგრილამა ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან იღებს. სტუმრებს კი ცხოველებთან ინტერაქციის გარდა, სხვადასხვა აქტივობებში ჩართვაც შეუძლიათ. სასახლეში იმართება "ლამას გაკვეთილები", სადაც ამ გრძელკისერა ცხოველებზე 150 ფაქტის გაგებას შეძლებთ, მოგვიანებით კი საშუალება გექნებათ, ორსაათნახევრის განმავლობაში, ლამასთან ერთად გაისეირნოთ.

ფოტო: ShangriLlama

2020 წლის ვალენტინობიდან სასახლე ღია იქნება კერძო ღონისძიებების, ქორწილების ან შუასაუკუნეების თემატური წვეულებებისთვის, სადაც საპატიო სტუმრად ლამების მიწვევასაც შეძლებთ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის — ლამები თქვენს საქორწილო ფოტოსესიაზეც იპოზიორებენ.

ფოტო: Haley Katherine Photography / Insider

შანგრილამაში ვიზიტი წინასწარ, მათი ვებსაიტის მეშვეობით უნდა დაჯავშნოთ, რადგან ოჯახი, რომელიც სასახლეში ცხოვრობს, მისამართს არ ასაჯაროვებს.

გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროები, ჰოსტელები და Airbnb-ის ბინები და იქირავოთ ავტომობილი.

Facebook კომენტარები