ვარშავა პოლონეთის დედაქალაქი და ევროპის უდიდესი ქალაქია. იგი მრავალ ბრძოლასა და დაპყრობას გადაურჩა და თითოეული ეპოქიდან დღემდე ყველაზე ძვირფასი შეინარჩუნა. ვარშავაში ჩამოდიან იმისათვის, რომ ძველი ქალაქის ქუჩებში,  უზარმაზარი ლაზიენკის პარკში და ვისლას თვალმწარმტაც სანაპიროებზე გაისეირნონ, წმინდა ჯვრის ეკლესია იხილონ, სადაც შოპენის გული განისვენებს. მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა, მის ისტორიულ უბნებში ძველი დროის იერსახე და ატმოსფერო ზუსტადაა აღდგენილი. სამეფო სასახლე, წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარი და სხვა მნიშვნელოვანი შენობები მე-17 და მე-18 საუკუნეების ესკიზების მიხედვითაა აღდგენილი.

პოლონეთში (ვარშავაში) შესასვლელად აუცილებელია:

1. ორმხრივი ავიაბილეთი

2. სასტუმროს ჯავშანი ან საცხოვრებელი მისამართი

3. სამოგზაურო დაზღვევა

The Cheapest Flights for this Month from თბილისი to ვარშავა

პირდაპირი ფრენა თბილისი-დან ვარშავა-ში

გამგზავრება დაბრუნება ავიაკომპანია ბილეთების პოვნა
23 მაი 2021 31 მაი 2021 ფასი 1 015
2 ივნ 2021 11 ივნ 2021 ფასი 640
1 ივლ 2021 16 ივლ 2021 ფასი 742

პირდაპირი ფრენა ქუთაისი-დან ვარშავა-ში

გამგზავრება დაბრუნება ავიაკომპანია ბილეთების პოვნა
23 მაი 2021 27 მაი 2021 ფასი 837
17 ივნ 2021 24 ივნ 2021 ფასი 813
1 ივლ 2021 8 ივლ 2021 ფასი 488

გასული საუკუნის დასაწყისში თავისი სილამაზისა
და თვითმყოფადობოდის გამო ვარშავას აღმოსავლეთ პარიზს უწოდებდნენ.

პოლონეთის დედაქალაქი არა მხოლოდ არქიტექტურის
დამფასებლებს და ისტორიის მოყვარულებს იზიდავს, იგი ასევე აუცილებლად მოეწონებათ
საყიდლებისა და აქტიური ღამის ცხოვრების მოყვარულებს. ასევე ყველას სურს გაეცნოს ისეთ
გასტრონომიულ ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა „ბიგოსი“ და „ფლაკი“ ტრადიციულ
„ზუბროვკასთან“ ან  ადგილობრივ ლუდთან
ერთად.

ვარშავის
რაიონები

ვარშავა, ისევე როგორც ყველა დიდი
ისტორიული ქალაქი,  მდინარეზე დგას, რომლის
სახელია ვისლა. მდინარე პოლონეთის დედაქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს და ჩრდილოეთიდან
სამხრეთისკენ მიედინება. მარცხენა სანაპიროზე ძველი ქალაქია, სადაც
ღირსშესანიშნაობებისა და სასტუმროების უმრავლესობა მდებარეობს, მარჯვენა სანაპირო
კი ტურისტებისთვის ნაკლებად საინტერესოა, რადგან აქ საცხოვრებელი მასივებია.

ვარშავის ცენტრი შემდეგ უბნებს
მოიცავს: Srodmiescie, Wola, Mokotow, Zoliborz,
Ochota, Praga Połnoc и Praga Południe – თანამედროვე არქიტექტურის,
სამრეწველო „შიშველი ადგილებისა“ და მოდური საცხოვრებელი უბნების მიქსი.

ჩრდილოეთ ვარშავა ნაკლებად
მიმზიდველი Bielany და Białołeka უბნებია. დასავლეთ ვარშავა Bemowo, Włochy და
Ursus-ის რაიონებისგან შედგება, რომლებიც ასევე ნაკლებ საინტერესოა ტურისტებისთვის.

მაგრამ  ქალაქის სამხრეთ ნაწილში (Ursynow და Wilanow) სასახლეWilanow
შეგიძლიათ იხილოთ. Ursynow-ში კი ისტორიული ეროვნული პარკი და ნაკრძალი მდებარეობს,
რომელშიც პოტოცკის სასახლის შენობაში ევროპული კოლეჯია განთავსებული. და ბოლოს, აღმოსავლეთ
ვარშავა, სადაც მოგზაურებს არაფერი ესაქმებათ, რომელიც Targowek, Rembertow, Wawer
და Wesoła რაიონებისგან შედგება.

ტრანსპორტი

ვარშავის საზოგადოებრივი
ტრანსპორტი მოიცავს ავტობუსებს, ტრამვაისა და მეტროს. პირველი გრაფიკის მიხედვით
მოძრაობს, თითოეულ გაჩერებაზე მარშრუტების განრიგია განთავსებული და ისიც კი წერია,
თუ რომელი ავტობუსი მოდის მითითებულ დროს – ჩვეულებრივი თუ დაბალი იატაკით
(მათთვის, ვინც ეტლით გადაადგილდება). ბილეთების ღირებულება შეადგენს 3.40-დან 7 პოლონურ
ზლოტამდე, დღიური ბილეთის ღირებულებაა – 15-26 PLN (მოქმედების ზონიდან
გამომდინარე), შაბათ-კვირას მოქმედი ბილეთი 
(პარასკევს 19:00 საათიდან 
ორშაბათს 8:00 საათამდე) – 24 PLN, 3-დღიანი
ბილეთი – 36-57 PLN. ყველა მათგანი უნივერსალურია, არ არსებობს დაყოფა ტრანსპორტის
სახეობის მიხედვით, მაგრამ აუცილებელია ბილეთების კომპოსტირება. აბონემენტის
ყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გირჩევთ, თუ ვარშავაში ერთი თვის განმავლობაში
რჩებით (110 PLN). 5 ადამიანამდე ჯგუფისთვის ხელსაყრელია შაბათ-კვირას მოქმედი
ჯგუფური ბილეთის შეძენა  40 ზლოტად. ფასები
მითითებულია 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ჯიხურებში
ან მძღოლთან (გადახდას წვრილი ფულით მოგთხოვენ).

ველოსიპედის მოყვარულებს ვარშავა
ძალიან მოეწონებათ – ქალაქი ბრტყელზედაპირიან ვაკეზე მდებრეობს, ველობილიკები
ყველგანაა. 1 მარტიდან 30 ნოემბრის ჩათვლით მოქმედებს Veturilo  ველოსიპედების
ერთობლივი გამოყენების სისტემა – 368 სადგური და დაახლოებით 5319 ველოსიპედი, მათ
შორის საბავშვო, ელექტრო და ტანდემები. მსურველები ვებ-გვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ
და პირველადი შენატანი 10 PLN ზლოტი უნდა გადაიხადონ. 20 წუთის განმავლობაში უფასოდ
შეგიძლიათ ისეირნოთ, შემდეგ კი წუთობრივი ტარიფები  მოქმედებს (21-დან 60 წუთის ჩათვლით – 1 PLN,
მეორე საათი – 3 PLN, მესამე – 5 PLN, მეოთხე და ყოველი შემდგომი – 7 PLN; ელექტროველოსიპედების
ფასები ზემოთაა მითითებული). პირობებს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

კავშირი
და Wi-Fi

პოლონეთის ტერიტორიაზე 4
ძირითადი მობილური კავშირის ოპერატორია: Play,
T-Mobile, Orange და Plus. ისინი სხვადასხვა სახის
ტარიფებს სთავაზობენ – კავშირის გარდა, მომსახურების პაკეტში მობილური ინტერნეტიც
შედის. სიმ-ბარათების შეძენა შეგიძლიათ ოპერატორებთან ოფიციალური წარმომადგენლობის
ოფისებში. შეძენის დროს უცხოელებმა 
პასპორტი უნდა წარმოადგინონ მოქმედი ვიზით. ტელეფონის ანგარიშის შევსება  ინტერნეტით ან ნებისმიერ სასურსათო მაღაზიაში
სალაროსთან შეგიძლიათ – ამისათვის საკმარისია მობილური ოპერატორისა და თანხის
დასახელება. გადახდის შემდეგ მიღებულ ქვითარზე მითითებულია USSD-კოდი – თანხის
დარიცხვისთვის, კოდი ტელეფონიდან უნდა აკრიფოთ.

უფასო Wi-Fi ვარშავის  თითქმის ყველა სასტუმროშია ხელმისაწვდომი – ყოველ
შემთხვევაში, ლობის ტერიტორიაზე მაინც. ინტერნეტთან წვდომას მრავალი კაფე და
რესტორანი სთავაზობს – „მაკდონალდსი“, KFC,
Pizza Hut, Starbucks და Costa
Coffee. უფასო
ინტერნეტის გამოყენება შეგიძლიათ ძველ ქალაქში და კრაკოვის გარეუბანში,
სადგურებში, აეროპორტებში, ბიბლიოთეკებსა და პარკებში.

ზოგადი ინფორმაცია და ფასები მითითებულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში, ზუსტი ფასების დასადგენად დააჭირეთ ღილაკს შეძენა.

შეარჩიეთ იაფი სასტუმროები:

Hotels ვარშავა: Cheap

Hotels ვარშავა: Popularity

ვიდეო გიდი:

ავიარეისების განრიგი თბილისიდან ვარშავაში

ავიარეისების განრიგი ქუთაისიდან ვარშავაში

Facebook კომენტარები