სიმწვანეში ჩაფლული ალმათი, რომელიც ქალაქის „სავიზიტო ბარათის“ – ზაილიის ალატაუს დათოვლილი მთების ძირში მდებარეობს, იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე მომხიბლავ „საბჭოთა“ ქმნილებად ცენტრალურ აზიაში. დღეს წარმატებული ალმათის საშუალო ფენაც კი ფლობს ძვირადღირებულ უძრავ ქონებას ქალაქგარეთ, ხოლო სრულად აღჭურვილი სუპერმარკეტები, დახვეწილი რესტორნები, ჩინებული ბარები, ღამის კლუბები და უახლესი სათხილამურო კურორტებიც კი ამ ფენის საზოგადოებას ცხოვრებით ტკბობაში  უწყობს ხელს.

დროდადრო თავს როგორც ევროპაში
იგრძნობთ – აქ ქუჩის გასწვრივ მდებარე უამრავი
მდიდრული მაღაზია და პიკის საათში საცობში გაჭედილი უცხოური ავტომობილია.

იაფი ავიაბილეთები ალმაატას მიმართულებით.

როგორ ჩავიდეთ ალმათიში

თბილისიდან ალმაათის საერთაშორისო აეროპორტში ყოველდღური ტრანზიტული ავიამიმოსვლაა. პირდაპირ რეისები კვირაში ოთხჯერ სრულდება ორშაბათ, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა, რეისებს ასრულებს ავიაკომპანია ეარასტანა, ფრენის ხანგრძლივობა 3 საათი და 35 წუთს შეადგენს.

პირდაპირი ფრენა თბილისი-დან ალმაატა-ში

გამგზავრება დაბრუნება ავიაკომპანია ბილეთების პოვნა
25 მაი 2021 28 მაი 2021 ფასი 2 016
20 ივნ 2021 27 ივნ 2021 ფასი 1 509
18 ივნ 2021 23 ივლ 2021 ფასი 1 918

იაფი ორმხრივი ავიაბილეთები თბილისი-დან ალმაატა-ში

აეროპორტიდან
ქალაქში

აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან 16 კმ-ში მდებარეობს.
აქედან შეგიძლიათ #79 სარეისო ავტობუსით (გადის ყოველ 15-20 წუთში, ბილეთს
მძღოლთან შეიძენთ), შატლ-ავტობუსით (ყოველ ნახევარ საათში) ან ტაქსით იმგზავროთ.
ოფიციალური ტაქსით მგზავრობის ღირებულება 3500 ყაზახური ტენგეა, კერძო ტაქსით კი –
1,5-2-ჯერ ნაკლები. ფასები გვერდზე მითითებულია 2019 წლის მარტის მდგომარეობით.

ტრანსპორტი

ალმათიში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითადი
სახეობაა ავტობუსი, რომელიც 6:00 საათიდან 23:30 საათამდე 82 მარშრუტზე კურსირებს.
ძირითადი გადამზიდავია კომპანია Green Bus Company (ოფ. ვებ-გვერდი). იგი
ასევე მართავს ქალაქის სატროლეიბუსო პარკს (8 მარშრუტი). ქალაქის ცენტრში მეტროს
ხაზი გადის 9 სადგურით, მატარებლების მოძრაობას შორის 8-13 წუთიანი ინტერვალია.  ყველა სახეობის ტრანსპორტში მგზავრობის გადახდა „ონაი!“
უკონტაქტო ბარათით  ხორციელდება (ოფ.
გვერდი). მის შეძენას კონდუქტორთან ან მძღოლთან შეძლებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მგაზვრობა
1.5-ჯერ უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

„საირანის“ ავტოსადგურიდან (ტოლე ბის ქ.
#294) საერთაშორისო ავტობუსი გადის ასტანაში, უსტ-კამენაგორსკში, ყარაგანდაში, პავლოდარში
და ყაზახეთის სხვა ქალაქებში.  საქალაქთაშორისო
მატარებლები ალმათი-1 და ალმათი-2 რკინიგზის სადგურებიდან მიემგზავრება ქალაქ კაპჩაგაიში,
სადაც ქვეყნის უდიდესი სამორინე ზონა მდებარეობს.

ტაქსი ალმათიში არ არის ძვირი – ქალაქის ფარგლებში
მგზავრობის ღირებულება დაახლოებით 500-1000 ყაზახური ტენგეა. ასევე უამრავი ტაქსისტია
პირადი ავტომილებით. თავისუფალი ავტომობილი მეტროს სადგურებთან, ავტობუსების
გაჩერებასთან და სავაჭრო ცენტრებთან უნდა მოძებნოთ. თუ მრიცხველი არ არის, ფასზე
წინასწარ უნდა მოილაპარაკოთ.

ალმათის სასტუმროები

ალმათის სასტუმროები საშუალო ფასებით იზიდავს
მომსახურების კარგ ხარისხთან შეთავსებით. ყველაზე მრავალრიცხოვანი –
სამვარსკვლავიანი სასტუმროებია, სადაც დღე-ღამეში ორადგილიანი ნომრის ღირებულებაა
10000 KZT – რაც საკმაოდ ხემისაწვდომია ყველაზე ბიუჯეტური
ტურისტებისთვისაც კი. მათ უმრავლესობას აქვს რესტორანი, ზოგიერთს საცურაო აუზი ან
გამაჯანსაღებელი ცენტრიც კი, ყველგან უფასო Wi-Fi და პარკინგია. ტურისტებს შორის
ყველაზე პოპულარული 4* სასტუმროებია, რომლებსაც უფრო ფართო ოთახები, დიზაინერული
ინტერიერი, რესტორნები, საცურაო აუზი, სპა-სალონი, მასაჟის კაბინეტი და, რა თქმა
უნდა, უფრო მაღალი ღირებულება აქვთ – 
დღე-ღამეში 18000 KZT.

5 ვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრების
ღირებულება 33600 KZT ღირს ძველ, ღირსეულ Rahat Palace-ში და სამჯერ
უფრო ძვირი პრესტიჟულ Ritz-Carlton-ში. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების უმრავლესობა
საერთაშორისო სასტუმროების ქსელს მიეკუთვნება, რაც უმაღლესი დასავლური სტანდარტების
მიხედვით მომსახურების გაწევის გარანტიას იძლევა.

მათ, ვისაც ოჯახური კომფორტი სურს, უამრავი
წინადადება ელოდებათ აპარტამენტების ქირაობის შესახებ. მათ პოვნას ქალაქის
ნებისმიერ უბანში შეძლებთ – 7000 ყაზახურ ტენგედ გარეუბანში მდებარე პატარა 40
მეტრიანი ერთოთახიანიდან დაწყებული, 70000 ყაზახურ ტენგედ მდიდრული 4 ოთახიანი ბინით
დამთავრებული.

სასტუმროები ალმაატაში

Facebook კომენტარები