ავიაკომპანია EasyJet-მა უარი თქვა გარიგებაზე, რომლის მიხედვითაც ის უნგრულ “ლოუქოსტერს” Wizz Air-ს უნდა “ჩაეყლაპა”.

EasyJet-ში განაცხადეს, რომ წილის გასხვისების ნაცვლად კომპანია 2 მლრდ აშშ დოლარის მოზიდვას აპირებს, რაც ავიაკომპანიას COVID-კრიზისის პირობებში ზამთრის პერიოდის გადალახვაში და მომავალი ტურისტული სეზონისთვის სათანადოდ მომზადებაში დაეხმარება.

არსებული სირთულეების ფონზე, EasyJet-ის მენეჯმენტის გადაწყვეტილება გააკრიტიკა მისმა დამფუძნებელმა და მთავარმა აქციონერმა სტელიოს ჰაჯი-იოანუმ. ის მზად იყო თავისი აქციების 25%-ი გაეყიდა.

“EasyJet-ის ქსელი და მომხმარებლების მოზიდვა მმარათველობის დაბალბიუჯეტიანი სტილით – Wizz-ის სტილში იქნებოდა მომგებიანი კომბინაცია. მაგრამ, ეს პოტენციურად მისაღებია მოგებისთვის შერწყმა “სავარაუდოდ, იქნება მიღებული გარკვეული კულტურული მითქმა-მოთქმით მიზნის მხრიდნ”, – ასეთი კომენტარი გააკეთა სავარაუდო შეთანხმებაზე Sanford C.,-ის ანალიტიკოსმა დენიელ როესკმ     

გასულ წელს დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ easyJet Plc-მა ცხრა თვითმფრინავის გაყიდვისა და იჯარის დაბრუნების გზით 398,6 მილიონი დოლარი შეაგროვა.
 

წყარო: https://avianews.ge/wizz-air-ma-easyjet-is-shthanthqma-ver-shedzlo/

Facebook კომენტარები