გაერთიანებული სამეფოს ავიაკომპანია British Airways-ი “ლოუქოსტერის” შექმნას გეგმავს, რომელიც ლონდონის გატვიკის აეროპორტში იქნება ბაზირებული. წინასწარი ინფორმაციით British Airways-ის შვილობილ კომპანიას ისეთი საფასო პოლიტიკა ექნება, რომ კონკურენციას გაუწევს easyJet-სა და Ryanair-ს.
British Airways-ის აღმასრულებელი დირექტორი შონ დოილი აღნიშნავს, რომ ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მარშრუტების ქსელი “ძალიან კონკურენტუნარიან” მოკლე მარშრუტებზე იქნება გათვლილი.
International Airways Group-მა (IAG), რომელიც British Airways-ის მფლობელია პანდემიის ფონზე, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში სერიოზული ფინანსური ზარალი განიცადა.
წყარო: https://avianews.ge/british-airways-i-louqosteris-daphudznebas-gegmavs/