გერმანიაში, ყოფილ ნაცისტურ ბუნკერში არც მეტი, არც ნაკლები თანამედროვე გამწვანებული სასტუმრო უნდა გაიხსნას.

შენობა 1942 წელს, სულ რაღაც, 300 დღეში ააშენეს. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული კი ის აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა ფუნქციით.

თავდაპირველად სამოქალაქო პირების საცხოვრებელს წარმოადგენდა, რომელთაც ომის დასრულების შემდეგ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნდათ. ოდნავ მოგვიანებით კი ბუნკერში სხვადასხვა ტელეკომპანიამ და ბიზნესმა დაიდო ბინა.

90-იანი წლებიდან ცნობილია, როგორც "მედია ბუნკერი", სადაც ორმოცამდე სხვადასხვა ორგანიზაციამ მოიყარა თავი. მათ შორის გასართობმა კლუბებმა და რადიოსადგურებმაც.

ფოტო: AP

ახლა კი იქ თანამედროვე და კომფორტული სასტუმრო გაკეთდება, რომელიც თავისი გამწვანებული ფასადით ქალაქის იერსახესაც გაალამაზებს.

იდეის ავტორებს სურთ, რომ შენობაში 136 საცხოვრებელი ნომერი, ბარი და რესტორანი გააკეთონ.

ფოტო: Bunker St. Pauli

შენობის სახურავი, რომელიც სასტუმროს ყველა სტუმრისთვის ღია იქნება, ნაცისტური გერმანიის მსხვერპლთა მემორიალსაც მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰამბურგში ასეთი ასობით ბუნკერი აშენდა — ოფიციალური მონაცემებით კი მშენებლობაში ათასამდე მუშა იძულებით იყო ჩართული.

ნაგებობის სიმაღლე დაახლოებით 75 მეტრი, სიგრძე 35, კედლების სისქე კი 3,5 მეტრია.

მართალია, სასტუმროს გახსნა 2021 წლისთვის იგეგმება, თუმცა, სანამ მის კომფორტულ ნომერში გამოიძინებთ, იქამდეც ღირს ისტორიული შენობის ნახვა, რომელიც ნაწილობრივ წარსულშიც გამოგზაურებთ.

გაინტერესებს, სად უნდა იპოვო ყველაზე იაფი ავიაბილეთები? Aviabiletebi.org სწორედ ამისთვის შექმნილი პლატფორმაა. მისი აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ისე iOS სისტემისთვის საშუალებას გაძლევთ, ბილეთების გარდა, ერთ სივრცეში მოძებნოთ სასტუმროებიც, ჰოსტელებიც და Airbnb-ის ბინებიც.

Facebook კომენტარები