EUROCONTROL-ი ევროპის ქვეყნებში საავიაციო სფეროს აღდგენის თაობაზე მორიგ მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოში, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, ფრენების 69% აღდგა.
EUROCONTROL-ის ცნობით, საერთაშორისო ფრენების (გაფრენა-მოფრენა) რაოდენობა 88%-ით აღდგა, საერთაშორისო გადაფრენების – 60%-ით, ხოლო შიდა ფრენების – 37%-ით.
2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, აგვისტოში ევროპის ქვეყნებში ფრენების 71% იყო აღდგენილი. ყველაზე პოზიტიური დინამიკა ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაშია (92%), ფინეთში კი ფრენების მხოლოდ 48% აღდგა.
წყარო: https://avianews.ge/saqarthveloshi-2019-tslis-agvistosthan-shedarebith-phrenebis-69-i-aghdga-eurocontrol/