თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ისრაელის კიდევ ერთი ავიაკომპანია უბრუნდება. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, ისრაელის ავიაკომპანია EL AL თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის მიმართულებით ჩარტერულ ფრენებს 19, 23, 26 და 30 სექტემბერს განახორციელებს. ავიაკომპანია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.
წყარო: https://avianews.ge/el-al-thel-avivi-thbilisis-mimarthulebith-seqtembershi-4-charterul-phrenas-sheasrulebs/
Facebook კომენტარები