საფრანგეთი უცხოელებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ ჩატარებული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანაცვლოდ მიიღონ საფრანგეთის მიერ გაცემული QR კოდიანი სანიტარული პასპორტი (pass sanitaire), რომლის წარდგენაც სავალდებულოა საზოგადოებრივ დაწესებულებებში (მუზეუმი, თეატრი, რესტორანი და ა.შ.), საფრანგეთის მთელ ტერიტორიაზე.

ეს შესაძლებლობა ხელმისაწვდომია უცხოელთათვის, ტურისტებისათვის, ასევე, სტუდენტებისთვის, რომლებიც საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში მიემგზავრებიან სასწავლებლად.

უცხოური კოვიდ სერტიფიკატის ფრანგულ სანიტარულ პასპორტზე (pass sanitaire) გადასაცვლელად, პირმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები:

  • უნდა იყოს მინიმუმ 18 წლის;
  • უნდა იყოს აცრილი ერთ-ერთი შემდეგი ვაქცინით: Pfizer, Moderna, AstraZeneca, Janssen (Johnson&Johnson) და ფლობდეს ვაქცინაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს;
  • ვაქცინის მეორე დოზიდან გასული უნდა იყოს 7 დღე მაინც. ჯონსონ&ჯონსონის შემთხვევაში კი 4 კვირა პირველივე დოზიდან;
  • ვაქცინაციიდან 7 დღის გასვლის შემდეგ, თუ თქვენ გადატანილი გაქვთ Covid-19 და მიღებული გაქვთ ზემოხსენებული რომელიმე ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა;
  • უკვე უნდა იმყოფებოდეს საფრანგეთის ტერიტორიაზე ან მიემგზავრებოდეს საფრანგეთში 2021 წლის 5 სექტემბრამდე*

*ეს შეზღუდვა არ ვრცელდება სტუდენტებზე. სტუდენტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.demarches-simplifiees.fr/commencer/passe-sanitaire-etudiants
 

საფრანგეთის ტერიტორიაზე 5 სექტემბრის შემდეგ შესულ პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

როგორ უნდა მოითხოვოთ კოვიდ სერტიფიკატის გადაცვლა?

სერტიფიკატის გადაცვლისათვის უნდა შეივსოს შემდეგი ვებ-გვერდი (სტუდენტების გარდა): https://www.demarches-simplifiees.fr/commencer/passe-sanitaire-etrangers

საფრანგეთში ჩარიცხული სტუდენტებისათვის: https://www.demarches-simplifiees.fr/commencer/passe-sanitaire-etudiants

ონლაინ მოთხოვნის გაგზავნისას, აუცილებელია ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება, სადაც პირი მიიღებს ფრანგულ სერტიფიკატს, QR კოდით.

დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ამობეჭდილი ფორმით ან მობილურ აპლიკაციაში TousAntiCovid დამატებითა და გააქტიურების გზით.

დაუშვებელია ფორმულარის რამდენიმე პირზე ერთად შევსება. ყველა განაცხადი უნდა შეივსოს ცალ-ცალკე.

განაცხადის განხილვის ვადა დადგენილი არ არის, რეკომენდირებულია ელექტრონული ფოსტის ხშირად შემოწმება. გასათვალისწინებელია, რომ პასუხი შესაძლოა მოვიდეს ე.წ. spam განყოფილებაში.

ფრანგული სანიტარული პასპორტის მოპოვებამდე, საზოგადოებრივ დაწესებულებებზე წვდომა შესაძლებელია ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ან ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის გზით.

წყარო: https://avianews.ge/saphrangethi-utskhoelebs-sazghvargareth-chatarebuli-vaqtsinatsiis-damadasturebeli-dokumentis-sanatsvlod-qr-kodian-sanitarul-pasports-mistsems/

Facebook კომენტარები