საჰაერო ტრანსპორტი კრიზისისგან ნელ-ნელა გამოდის.
გლობალური საჰაერო სამგზავრო გადაზიდვების მოცულობა ივლისში პანდემიამდელ ივლისთან შედარებით 53.1%-ით შემცირდა. 2021 წლის ივნისში კი 2019 წლის ივნისთან შედარებით სამგზავრო გადაზიდვები 60%-ით იყო შემცირებული.
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში 2020 წლის ივლისთან შედარებით, გლობალური საჰაერო სამგზავრო გადაყვანები 123.9%-ით გაიზარდა.
IATA-ში მიაჩნიათ, რომ ივლისში საჰაერო გადაყვანების გაუმჯობესება ვაქცინაციის და სამოგზაურო მადის ზრდას უკავშირდება.
წყარო: https://avianews.ge/sahaero-transporti-krizisisgan-nel-nela-gamodis/