გერმანული ავიაკომპანია Lufthansa საკუთარი თანამშრომლებისათვის COVID-ვაქცინის სავალდებულობაზე მსჯელობს. როგორც უცხოური მედია წერს, COVID-ვაქცინის გაკეთება სავალდებულო იქნება საფრენოსნო ეკიპაჟისთვის. კონკრეტული თარიღი თუ როდიდან ამოქმედდება რეგულაცია ამ დროისათვის ცნობილი არ

”უახლოეს მომავალში საერთაშორისო ფრენები შეუძლებელი იქნება თუ კი თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები არ იქნებიან აცრილები. ბევრი ქვეყანა მფრინავებს და ბორტგამცილებლებს ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთს მოსთხოვს”, – განმარტავენ ავიაკომპანიაში.

ამ დროისათვის Lufthansa პერსონალის განყოფილება თანამშრომლებთან შესაბამის კონტრაქტებზე უკვე მუშაობს. განახლებული დოკუმენტი განსაზღვრავს ვაქცინაციის სავალდებულო ხასიათს, სხვადასხვა ინფეციების გავრცელების საწინააღმდეგოდ.

წყარო: https://avianews.ge/lufthansa-sakuthari-thanamshromlebis-covid-vaqtsinatsia-shesadzloa-savaldebulo-gakhados/

Facebook კომენტარები