უკრაინული “ლოუქოსტერი” Bees Airline თბილისის მიმართულებით რეისებს ხერსონის ნაცვლად ნიკოლაევიდან განახორციელებს. აღნიშნულის მიზეზი კი ხერსონის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. ნიკოლაევი ხერსონიდან დაახლოებით 40 კმ-თია დაშორებული.
იმისათვის, რომ მიმართულების შეცვლა მოხდეს Bees Airline-მ რეგულატორს უკვე მიმართა, რათა ნიკოლაევი-თბილისი-ნიკოლაევის საჰაერო ხაზზე ოპერირების ნებართვა მიიღოს.
უკვე ცნობილია, რომ ავიაკომპანია Bees Airline ნიკოლაევსა და თბილისს შორის რეისების შესრულებას 3 სექტემბრიდან შეუდგება. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია. ხოლო იმ მგზავრებმა, რომელთაც უკვე შეძენილი აქვთ ბილეთები ავიაკომპანიას უნდა მიმართონ, სადაც მათი უფასოდ გადაცვლა განხორციელდეს.
რაც შეეხება ხერსონის საერთაშორისო აეროპორტს, დაგეგმილია ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის გაფართოება, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს გრძელმაგისტრალური Boeing 767 ტიპის საჰაერო ხომალდები მიიღოს.
რეკონსტრუქციის ბიუჯეტი თითქმის 0,5 მლრდ გრივნაა.
რეკონსტრუქციის განსახორციელებლად მოსამზადებელი სამუშაოებისთვის 1-დან 19 სექტემბრამდე პერიოდია გამოყოფილი, ხოლო 20 სექტემბრიდან აეროპორტი დროებით დაიკეტება.
წყარო: https://avianews.ge/3-seqtembridan-bees-airline-thbilisis-mimarthulebith-reisebs-khersonis-natsvlad-nikolaevidan-sheasrulebs/